2012-05-18 08:50:02 / პოლიტიკა / რუსთავი
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნება’’ რუსთაველებს ოცნების ასრულებას პირდება
ნათქვამია, – ,,ოცნებას კაცი არ მოუკლავსო’’, ჰოდა, საქართველოშიც ბევრმა დაიწყო ბოლო დროს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან და ,,ქართულ ოცნებასთან’’ ერთად ოცნება. პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ რიგებშიც სწორედ ,,მეოცნებე’’ პარტიები, პოლიტიკოსები და, უბრალოდ, რიგითი მოქალაქეებიც გაერთიანდნენ.