ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:41 
ცხოვრება ქვ. ქართლში
04 აპრილი 2012
რეპორტაჟი: ბოლნისის რაიონი სოფელი ცურტავი
ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების“ ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის აღწერით დაახლოებით 2 500-მდე კაცი ცხოვრობს. მოსახლეობა ძირითადად აზერბაიჯანელია. ადგილობრივების უფროსი თაობა ქართულად ვერ საუბრობს. მათგან განსხვავებით სასაუბრო დონეზე ენას სკოლის მოსწავლეები ფლობენ. მე-4 კლასელი ელშანი თითქმის ვენეციაში ცხოვრობს. მისი სახლის წინ მდინარე ხრამიდან გადმოყვანილი სარწყავი წყლის არხი გადის. ,, მე- 4კლასში ვსწავლობ და როგორ არ მეცოდინება ქართული?!“ - კითხვაზე კითხვით გვპასუხობს.
   
02 აპრილი 2012
საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა
საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის რაიონშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,სწორედ, აქ იყრიან თავს. ,, ყაზახეთიდან ჩამოვიდე. უკვე, მეორედ ჩამოვდივარ და ცხენები მიმყავს. ფასებიც შედარებით დაბალია, თუმცა აქედან წაყვანილ ცხენს ორი კვირა სჭირდება, რომ მოსუქდეს და ღონე მიეცეს“ - საუბრობს ბაზრობის ყაზახი სტუმარი. მარნეულის რაიონის ორი მთაზეა დაბანაკებული საქონლის გადამყვანი მანქანები, ხარები, ცხვრები, ცხენები და მათი გამყიდველები.
   
26 მარტი 2012
,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ - სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში
ბოლნისისი რაიონის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი“ სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით მე-7 საუკინისაა. მთის წვერიდან გადმოჰყურებს სოფელს, სადაც დღეს მოსახლეობას მტრისგან დასაცავად მთაში გახიზნვა არ სჭირდება, თუმცა დღის წესრიგში სხვა პრობლემები აქვს. ,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ - სოფლის ძირითად პრობლემაზე საუბარს ადგილობრივები იუმორით იწყებენ.
   
22 მარტი 2012
გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს
დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით ჯირითობდა. ყურადღებას ასევე, ყვავილებით და თეთრი ნაჭრით მორთული ურემი იქცევდა. წითელი ლენტებით გაფორმებული ურემი ახალგაზრდებს ებარათ. მასში დაახლოებით 15 წლის ასაკის გოგონა იჯდა. ფერადი ყვავილების გვირგვინი ედგა თავზე და ხალხს უღიმოდა.
   
21 მარტი 2012
მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს
მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს.რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით ხმურიანი თეთრიწყაროს წარმომადგენლობა იყო. ტრადიციულ აზერბაჯანულ საკრავებზე უკრავდნენ. თეთრიწყაროს დამკვრელების ხმა ზეიმის მთავარ სცენამდე მიდიოდა.
   
19 მარტი 2012
საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება
მარნეულის რაიონში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარკვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის ნაძვები მათ პირდაპირ მთაზე გაშენებულ სოფელს უყურებს. ნაძვნარი სომხეთის ტერიტორიაა, ხოლო სოფელი რომელიც მდინარის მეორე მხარესაა საქართველოსი. მარნეულის რაიონის სოფელი თაზაქენდი არის ბოლო სოფელი, რომლითაც საქართველოს საზღვარი მთავრდება.
   
14 მარტი 2012
მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს
,, წინათ ჯანდარის ტბაზე გავდიოდით და ბადით ვთევზაობდით. ახლა გვითხრეს ტბა აზერბაიჯანის მხრიდან ვიღაცამ შეისყიდა და თევზი გასამრავლებლად ჩაყარა-ო. ადგულობრივი პოლიცია ამის გამო ბადით თევზაობას გვიშლის. ამისთვის დაჭერილიც ყავდათ ხალხი. ეს არის სამართალი? ჩვენსავე ტბაზე თევზი ვერ დაგვიჭერია და სახლში ვერ მიგვიყვანია". ლემშვენიერაში ყოფნისას ჯანდარის ტბაზე ორი მეთევზე შევნიშნეთ, თუმცა როგორც კი მივუახლოვდით ნავში ჩასხდნენ და ტბის ე.წ კამიშებით (მცენარე) დაფარულ ნაწილს შეაფარეს თავი.
   
21 თებერვალი 2012
რეპორტაჟი - ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა
ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის რაიონის სოფელ ქვემო კაპანახჩში, რამდენიმე ადგილობრივს ცხვრის დაახლოებით 100 სულიანი ფარა ყავს. მოსახლოების ნაწილი სათბურებს აკეთებს და ზამთარში მოყვანილ მწვანილსა და ბოსტნეულს გარდაბნის და რუსთავის ბაზარში ყიდის.
   
1 2
 
რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია