შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:14 
პოლიტიკა
28 დეკემბერი 2013
,, მივეცი დავალებები გამგებელს და სოფლის რწმუნებულებს“ - ქვემო ქართლის გუბერნატორი
დღეს, წალკას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი სტუმრობდა. გუბერნატორთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობაში, წალკის გამგებელი ილია საბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ,, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. შევხვდი გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს, სოფლის რწმუნებულებს. ვიმსჯელეთ ადგილობრივ პრობლემებზე. მოგეხსენებათ რეგიონებში და მათ შორის წალკაშიც
   
27 დეკემბერი 2013
,, მასეთი კლაოზნი ხალხი სამსახურშიც არ უნდა გააჩერო“ - გარდაბნის გამგებელი
,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს“ გარდაბნის თვითმმართველობაში ხელფასების დაგვიანების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რაიონის გამგებელი, ნუგზარ ჩადუნელი ამბობს, რომ თანამშრომლებს ხელფასი სამი დღით დაუგვიანა. ,, დღეს დილით დავურიცხეთ ყველას ხელფასი. მცირედი დაგვიანება გამოიწვია რეორგანიზაციამ, რომელიც თვთმმართველობაში მიმდინარეობს. რაც შეეხება პრემიებს - ამ თვეს პრემიას ვერავინ მიიღებს, რადგან სახელფასო ფონდი ამოწურულია. პრემიას ვერც მე და ვერც მოადგილეები ვერ მივიღებთ“, - საუბრობს ჩადუნელი.
   
23 დეკემბერი 2013
გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა სასამართლო მოიგო და თანამდებობას უბრუნდება
არჩევნების შემდეგ ქვემო ქართლის რაიონებში გამგებლები არა ერთხელ შეცვალეს. ცვლილებების ტემპი ისეთი იყო, რომ არა თუ მოსახლეობა, გამგეობის თანამშრომლებიც ვერ იმახსოვრებდნენ ახალ-ახალ გამგებლებს. თუ სხვადასხვა რაიონებში ახალი გამგებლები თანამადებობიდან გაშვებას მორჩილად ხვდებოდნენ და იკარგებოდნენ თვლათახედვიდან - ასე არ მოხდა გარდაბნის შემთხვევაში.
   
16 დეკემბერი 2013
ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი სამუშაო დღე პირველ საათზე დაიწყო
,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გუბერნატორის პირველი სამუშაო დღით დაინტერესდა. გუბერნიაში 13 საათზე მისულებს აგვიხსნეს, რომ გუბერნატორის სამუშაო დღე, ჩვენ მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო და ის ჯერ თანამშრომლებსაც არ შეხვედრია. ნახევარ-საათიანი ლოდინის შემდეგ კი გადაცხადეს, რომ გუბერნატორის თქმით ის ,,დღეს ძალიან დაკავებულია" და ვერ შეგვხვდება. თუმცა მოგვიანებით დაკავებულმა გუბერნატორმა ტელე-მედიასთან ითანამშრომლა და სამომავლო გეგმებზე ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა. კოლეგებისთვის მიწოდებული
   
13 დეკემბერი 2013
ქვემო ქართლის გუბერნატორად უშიშროების მაღალჩინოსანი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრმა ახალი გუბერნატორები დანიშნა. საკადრო გადაწყვეტილების ზოგადი სურათი ასეთია: არც ერთი ქალბატონი - გუბერნატორთა უმრავლესობა ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილებით. სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის გამოცდილებით მოდის ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე - გიორგი მღებრიშვილი. მღებრიშვილი 2013 წლის ივლისიდან დღემდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს
   
25 ნოემბერი 2013
ახალი მთავარი პროკურორი არჩევანს ძველ კადრებზე აკეთებს
მთავარი პროკურატურა უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, რაიონული და საოლქო პროკურორების ვინაობა. სხვა რაიონებთან ერთად ჩამონათვალში ქვემო ქართლიცაა. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად რეგიონში ახალი მთავარი პროკურორის ნდობით აღჭურვილები შემდეგი კადრები არიან:
   
18 ნოემბერი 2013
წალკაში ოცნების რიგებში ნაციონალების გამოჩენაზე სწუხან
,, ის ადამიანები კი, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ საპარლამენტო არჩევნების დროსაც დღეს რატომღაც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ “, -აცხადებს წალკის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჰაიკ მელტონიანი. დღეს წალკაში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას პარტიის დაახლოებით 100 წევრი ესწრებოდა. სწორედ, მათგან აირჩიეს ხუთი დელეგატი 24 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე
   
12 ნოემბერი 2013
თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობა გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თვითმმართველობის კოდექსი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ჟურნალისტებს ახალი კოდექსი თავად მინისტრმა - დავით ნარმანიამ გააცნო. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ - თენგიზ შერგელაშვილმა
   
 
რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია