შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:49 
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2013
გარდაბანში ივანიშვილს და მარგველაშვილს ელიან
ქვემო ქართლის რაიონებიდან არჩევნების შემდეგ ,,ოცნების“ პარტიული ცხოვრება აქტიურად გარდაბანში გაგრძელდა. პარტიის მთავარი კოორდინატორი რაიონში, ჯაბა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები რაიონის ყველა სოფელში ჩაატარეს. წევრების რაოდენობა კი არჩევნების შემდეგ გაიზარდა და 1000-ს აღემატება. ,, წევრობის მსურველთა ახალი ანკეტებიც შევსებულია. მოხდება მათი შესწავლა და ახალი წევრების მიღება. რაც შეეხება ბატონი ბიძინას და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის სტუმრობას გარდაბანში, აქტიურად ვემზადებით.
   
18 სექტემბერი 2013
,, 10 ოქტომბრის შემდეგ დავით კირკიტაძე თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდება“
ქვემო ქართლში გუბერნატორის მოვალეობას დღეს მამუკა ჩიქოვანი ასრულებს. თავად რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, უკვე, რამდენიმე თვეა საზოგადოებრივად აქტიური აღარაა. გუბერნიაში აცხადებენ, რომ კირკიტაძეს შვებულება 10 ოქტომბრამდე აქვს. ,, 10 ოქტომბრის შემდეგ დავით კირკიტაძე თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. ამისი თქმა, დანამდვილებით შემიძლია. დანარჩენი კითხვები შემდეგში ალბათ, სჯობს პირადად მას დაუსვათ“, - ამბობს, გუბერნატორის მოადგილე, ზაზა დეკანოიძე.
   
13 სექტემბერი 2013
რუსთავში „ოცნების“ ყოფილი აქტივისტები ბურჯანაძის შტაბს შეუერთდნენ
დღეს, რუსთავში „ქართული ოცნების“ 40-მდე მხარდამჭერი „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს შეუერთდა. მათ, კოალიციასთან გამიჯვნის მიზეზებზე შტაბთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედების გამომწვევი მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქალაქში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გახდა.
   
13 სექტემბერი 2013
ზურაბ ხარატიშვილი რუსთაველ ამომრჩეველს შეხვდა
„ედპ“-სა და „ევროპელი დემოკრატების“ ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებას „ედპ“-ს ლიდერ ბაჩუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე დაესწრნენ. „ შევხდი რუსთაველ ამომრჩეველს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი . მე მათ წარვუდგინე ჩემი საარჩევნო პროგრამა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ უმუშევრობა.
   
13 სექტემბერი 2013
ბურჯანაძის პარტია აქტიურობას წალკის რაიონშიც იწყებს
ქალაქ წალკაში პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. ,, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ერთი მიზნისათვის და ეს არის გამარჯვება. მივალთ თითოეულ სოფელში, თითოეულ ოჯახში და ხალხს წარვუდგენთ ჩვენი კანდიდატის გეგმას, გვჯერა და იმედი გვაქვს რომ წალკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს დაუჭერს ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს. ჩამოვაყალიბეთ ძლიერი სტრუქტურა და ფაქტიურად მზად ვართ არჩევნებისათვის, ყველა სოფელში გვყავს კოორდინატორი, შექმნილია ახალგაზრდული ფრთა, ყველა საარჩევნო უბანზე გვეყოლება დამკვირვებელი და დავიცავთ ჩვენი კანდიდატის ხმებს.
   
12 სექტემბერი 2013
საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში
მერის მოვალეობის შემსრულებლის შეცვლის შემდეგ რუსთავის თვითმმართველობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა მერის მოადგილე სოციალურ და კულტურის სფეროში. აღნიშნულ თანამდებობაზე შორენა გარდაფახაძის ნაცვლად, ნინო ლომიძე დაინიშნა. ცვლილება შეეხო ასევე მერის მოადგილეს ინფრასტრუქტურის საკითხებში – დავით ჯაფარიძეს. ის დავით სხირტლაძემ შეცვალა.
   
12 სექტემბერი 2013
ბოლნისში, კვლავ ხმაურია - დაპირისპირებულ მხარეებს წულუკიანის სტუმრობაც არ შველით
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, კვლავ ყურადღების ცენტრშია. ადგილობრივი საკრებულოს მიერ საკუთარი თავჯდომარის, მალხაზ ერაძის გადაყენების შემდეგ გამგეობის წინ აქციები არ წყდება. ერაძე და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რაიონში ძალაუფლების მიტაცებას აქვს ადგილი. საკრებულოს აწ, უკვე ყოფილი აპარატის უფროსი, დავით გამყრელიძე ამბობს, რომ საკრებულოს 12 სხდომას ესწრებოდა, სადაც ერაძის მიმართ რაიმე პრეტენზია არც ერთ წევრს გამოუთქვამს.
   
08 სექტემბერი 2013
რატომ დატოვა 101 წევრმა ,, ქართული ოცნება“ ?!
4 სექტემბერს მედიასთან პრესკონფერენციიდან გამოსული ივანიშვილი რუსთაველ აქციის მონაწილეებთან მივიდა. აქციაზე მისული რუსთაველები აცხადებდნენ, რომ არჩევნების შემდეგ, რუსთავში სხვადასხვა თანამდებობზე ნაციონალების დანიშვა დაიწყო. ასევე ,,ოცნების“ რიგებში ხდება ნაციონალების გაწევრიანება და ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, ვისაც წინასაარჩევნოდ კოალიციის გამარჯვებისთვის არაფერი უკეთებიათ და მხოლოდ ბოლო მომენტში, როდესაც ,,ოცნების“ შანსები გაანალიზეს მიემხრნენ მათ.
   
 
რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია