პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:50 
კულტურა
01 აპრილი 2013
ბოლნისი დოკუმენტური ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს
ბოლნისში დოკუმენტური ფილების ფესტივალის ორგანიზატორია აიპ "ბოლნისის ენის სახლი". აღნიშნული ფესტივალი იმართება CAUCADOC პროექტის ფარგლებში. CAUCADOC პროექტის მეშვეობით დოკუმენტური ფილმების ფესტივალები საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. თითოეულ კინოფესტივალებზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 10 ფილმი. ფილმების ხანგრძლივობა მერყეობს 30-დან 80 წუთამდე. წარმოდგენილი ფილმები განსხვავებული თემატიკისაა, მათ შორის ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ
   
19 მარტი 2013
დაკარგული ისტორიები - რეპრესირებული ქალები
თაობა, რომელმაც გამოიარა საბჭოთა ტერორი ნელ-ნელა ქრება. მათთან ერთად იკარგება მეხსიერება ათასობით ადამიანის ტრაგედიის შესახებ. ისტორიის ამ განუყოფელი ნაწილის კიდევ ერთხელ გააზრებას ორგანიზაცია ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ ცდილობს. მათი მოძიებული მასალებისგან შემდგარ გამოფენას, დღეს რუსთავის ისტრიული მუზეუმი მასპინძლობდა. გამოფენამ ოცი რეპრესირებული ქალის ცხოვრება, პირადი წერილებით და შთამომავალთა მოგონებებით გადმოსცა. თითოელი მათგანი საკუთარ მოგონებაში წერს, რომ ისინი არიან უდანაშაულოდ სისტემის მიერ დასჯილი ადამიანები.
   
14 მარტი 2013
,,სტალინური სიები საქართველოზე“
,,სტალინური სიები საქართველოზე“ - ამ სახელწოდების გამოფენას რუსთავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენის ინიციატორი და ავტორი ,, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტია“. ეროვნული არქივიდან და პირადი ძალისხმევით მოძიებული მასალები, საქართველოს 1937-38 წლების რეპრესიებს ასახავს. გამოფენაზე გარდა რეპრესირებული პირების და მათი ოჯახების ცხოვრებისა - გამოქვეყნებულია მასალები, სადაც ჩანს ვინ და როგორ იღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული ადამიანის გადასახლებისა, თუ დახვრეტის თაობაზე. ვხედავთ 3 000-ზე მეტი ადამიანის გვარს, რომელთა სიის ბოლოს მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაზე დასტურს პირადად სტალინი აწერს ხელს.
   
05 მარტი 2013
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის
,, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ საგრანტო კონკურს აცხადებს. ფონდი, რომლმაც გრანტების გასაცემად 1 მილიონი ლარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან მიიღო, ახალგაზრდულ კავშირებს დააფინანსებს. საკონკურსო პირობების მიხედვით დაფინანსდება ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის განვითარებისთვის საჭირო პროექტებს მოამზადებენ. პრიორიტეტი მაღალმთიან რაიონში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონში მოქმედ სამოქალაქო სექტორს ენიჭება.
   
02 მარტი 2013
ახალგაზრდა რუსთაველი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა
დღეს, რუსთავის თეატრ ,,ბრავოში“ ახალგაზრდა რეჟისორის, სანდრო სანდომისაშვილის სპექტაკლის ,, მე შენ სიცოცხლეს გაჩუქებ“ პრემიერა შედგა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალის ტრაგიკულ ცხოვრებას ასახავს. სამხედრო ჟურნალისტი, რომელიც მნიშვნელოვან თემებს აშუქებს უშიშროების აქტიური თვალთვალის ობიექტი ხდება. მალევე, მასზე ,,მიმაგრებულ“ აგენტს მის მიმართ გრძნობები უჩნდება და საბოლოოდ სასიყვარულო ურთიერთობების შემდეგ, პიესისი გმირი დილემის წინაშე დგება.
   
14 დეკემბერი 2012
რუსთავის თეატრში დაგეგმილი სიახლეები
დღეს, რუსთავის თეატრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას 2013 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. თეატრის მმართველის, გეგი ლიპარტელიანის თქმით, მისი პირველი მოადგილე კოტე აბაშიძე სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება. ლიპარტელიანი აღნიშავს, რომ მმართველის პირველი მოადგილე, ისედაც პრაქტიკულად, ისეთივე მოვალეობებს ასრულებდა, როგორსაც სამხატვრო ხელმძღვანელი. ,, ჩვენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით წინადებით მივმართეთ გიორგი შაუტაშვილს და გიორგი ქანთარიას. ისინი თანახმა არიან და ჩვენი თანამშრომლობა შედგება.
   
19 მაისი 2012
Tbilisi Open Air-ის პრომო ტური რუსთავში
რუსთაველი ახაგაზრდების აცეკვებასა და გართობას მცირე სცენიდან მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ. ფესტივალი რუსთავში სტუმრობით პრომო ტურს აწყობდა. მათი მიზანი, რუსთაველი ახალგაზრდების Open Air-ით დაინტერესება იყო. ფესტივალის დასკვნითი კონცერტები კი თბილისში 2-3 ივნისს შედგება.
   
29 მარტი 2012
კულტურული მემკვიდრეობის უკულტურო მემკვიდრეები
საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა. ტაძრის კედლებიდან ჩამოყრილი ქვის ლოდები დაკარგულია. მათ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. ასეთი ბედი ეწია ერთ დროს ალბათ, ულამაზეს ტაძარს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში. ტაძარი, რომელიც ადგილობრივების თქმით წმ. ბარბარეს სახელობისაა, ტრიალ მინდორზე დგას. მისგან, მხოლოდ, მცირე ნაწილია გადარჩენილი და ისიც ნელ-ნელა იშლება.
   
1 2 3 4
 
რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია