ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:45 
”ბატი კომშით”-პრემიერა რუსთავის დრამატულ თეატრში - 22 ივნისი 2013

რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე, საშობაო პიესის "ბატი კომშით" პრემიერა შედგა. მიხეილ მოსულიშვილის მიერ დაწერილი, ჟანრობრივად კომიკური თრილერის რეჯისურა ახალგაზრდა შემოქმედს, გურამ ბრეგაძეს ეკუთვნოდა.

რუსთაველმა მსახიობებმა მაყურებელის წინაშე განასახიერეს, ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ დიდ ვალებში ჩავარდნილ ოჯახში მომხდარი საშობაო ამბავი, - დიდი თანხის შემოთავაზების გამო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ელენა ქვინსი და მაიკლ დანსერი იძულებულნი ხდებიან ჯერ თავიანთი უცნაური სტუმრის, დიდი კონსორციუმის პატრონის, გებრიელ ბონიფაციუსის დამამცირებელი მოთხოვნები შეასრულონ.  ხოლო ამის გამო სინდისის ქენჯნას რომ იგრძნობენ, სტუმარს მოკლავენ. თუმცა აღმოჩნდება, რომ სტუმარი მათი კონსორციუმის პატრონი კი არა, ანგელოზია.

"დიდი მადლობა მაყურებეს ყურადღებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასება. მიმაჩნია, რომ დღევანდელ  პრემიერამ წარმატებით ჩაიარა", -განაცხადა რეჟისორმა, გურამ ბრეგაძემ.

რუსთაველი მაყურებლის დამოკიდებულებით და პრემიერით კმაყოფილები იყვნენ თავად მსახიობებიც.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ თეატრი მასპინძლობს ახალ სპექტაკლს. მადლობა ყველას ვინც დაგვაფასა და შეგვაფასა. ძალიან კარგი მაყურებელი ჰყავდა სპექტაკლს "ბატი კომშით"-აღნიშნა მსახიობმა, სოსო ელიზბარაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის მსგავსი შემოქმედებითი საღამოების მნიშვენლოვნებაზე ისაუბრა  მაყურებელმაც.

"დღევანდელ დღეს მოსახლეობას ნაკლებად აქვს დრო და შესაძლებლობა მსგავს ღონისძიებებზე დასწრების. მოხარული ვარ, რომ პიესის პრემიერის ხილვის საშუალება მოგვეცა. ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, დიდ მადლობას ვუხდი, როგორც სამსახიობო დასს, ასევე რეჟისორს", - დასძინა მაყურებელმა,  ნინო გელაშვილმა.

 

რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია