პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:01 
მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს - 21 მარტი 2012

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს.რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე მათი რაიონის ფოტოები განათავსეს.  კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით ხმურიანი თეთრიწყაროს წარმომადგენლობა იყო. ტრადიციულ აზერბაჯანულ საკრავებზე უკრავდნენ. თეთრიწყაროს დამკვრელების ხმა ზეიმის მთავარ სცენამდე მიდიოდა.

სცენაზე  ქართველ მომღერლებთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებიც გამოჩნდნენ. მათ მსმენელი ოვაციით ხდებოდა. ახალგაზრდებს ქართული დროშები დაჰქონდათ. მარნეულის გამგეობის შენობის მეზობლად  სკვერში ორი სუფრა გაიშალა. იქვე მზადდებოდა მწვადები. კვამლი სცენიდან მოშორებით მდგარ მსმენელამდე  აღწევდა.

მარნეულის საპატრულო პოლიცია გზებზე წესრიგის დაცვას ცდილობდა, თუმცა რატომღაც ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული ენის  მწირი ცოდნა ავიწყდებოდა. ,,ცხრაას თხუთმეტი  გაწიე მანქანა!" - ათჯერ გაიმეორა საპატრულო პოლიციის მანქანიდან სამართალდამცავმა. სიტყვების ადრესატს კი რეაქცია არ ჰქონდა.

,,პრეზიდენტს ველოდებით. ის ტრადიციულად ჩამოდის ჩვენთან ნოვრუზ ბაირამის მისალოცად.

ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მას შევხვდებით შემდეგ მთელი წელი ისე ვიცხოვრებთ" - საუბრობდა, მარნეულელი სეიმურ ისმაილოვი.

ზეიმს  ძირითადად მამაკაცები ესწრებოდნენ. შეუმჩნევლად მუშაობა და გარემოზე დაკვირვება შეუძლებელი იყო.

რაიონებიდან ჩამოსული სტუმრებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებული დმანისის მუნიციპალიტეტი იყო. მათ სააკაშვილის პორტრეტი ჰქონდათ დახატული. ბავშვები სურათთან ფოტოებს იღებდნენ. თავად სააკაშვილი კი ამ დროს გერმანიაში კონფერენციას ესწრებოდა.

,, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნოვრუზ ბაირამი  ჩემთვის  ისეთივე  ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზობა ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება" - წერია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულში სტუმრობით მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვანო მერაბიშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა.

   

  

 

kkpress.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია