სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:36 
რუსთავში ,,მოყვარულთა თეატრი“ იხსნება - 30 ივლისი 2013

რუსთავის სტუდენტური ფორუმის მე-4 კომიტეტი  მათ, ვისაც აქვს თეატრალური უნარები, სურს სცენაზე გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები ან უბრალოდ ნახოს მოყვარულთა დასის მიერ შექმნილი სპექტაკლები -   ახალ პროექტს სთავაზობს.

პროექტი სახელწოდებით, ,,მოყვარულთა თეატრი"  გააერთიანებს დამწყებ რეჟისორებს, მოყვარულ მსახიობთა ცვალებად დასს , თეატრმცოდნეებს და მაყურებლებს, რომლებიც სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირდებიან. მოყვარულთა თეატრის რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლზე დასწრება, მხოლოდ დარეგისტრირებულ  მაყურებლებს შეეძლებათ.

მოყვარულთა თეატრის მონაცემთა ბაზაში მსახიობის, კრიტიკოსის ან მაყურებლის სტატუსით დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირმა სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს: https://docs.google.com/forms/d/1loMNEqb6Dcn9QOn7XWe3x0QiuVc8ksDFEn8rlgMek1k/viewform

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით,  მსახიობთა შერჩევა სექტემბრის დასაწყისში დაიწყება, თეატრალურ სეზონს კი ,,მოყვარულთა თეატრი " ნოემბრიდან გახსნის.

„ პროექტის იდეაა  რუსთავში ჩამოყალიბდეს მოყვარულთა თეატრი, რომელიც თეატრის მოყვარულებს გააერთიანებს. პროექტის ორგანიზატორია: ,,რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის", სტუდენტური ფორუმის მე-4 კომიტეტი, ხოლო პარტნიორია თეატრი „ბრავო".

 პროექტში მონაწილეობას მიიღებენ დამწყები რეჟისორები - სანდრო სანდომისაშვილი და თორნიკე ჩაჩანიძე, გამოცდილი მსახიობები - სოსო ელიზბარაშვილი, ლეონტი შიოშვილი, რომლებიც ექსპერტის სტატუსით იქნებიან და მაყურებლები, რომლებიც  სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირდებიან.

 პროექტი ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლოა, თეატრში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, საშუალებას მისცემს საკუთარი შესაძლებლობები სცენაზე გამოსცადონ.

 ჩვენი facebook-ის გვერდზე განთავსებულია სპეციალური სააპლიკაციო  ფორმა, რომელიც პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ.

აპლიკაციების მიღება  თვეზე მეტია  დაწყებულია. ამ ეტაპზე , მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონი  აქტიური არ არის ,

150 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სექტემბრიდან ვფიქრობთ, მსურველთა რაოდენობა გაიზრდება,"- განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა , ნინო შანშაშვილმა.

ახალგაზრდა რეჟისორის სანდრო სანდომისაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანი თეატრის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

 „ ქალაქში თეატრის პოპულარიზაციის მხრივ არის პრობლემა და ამ პროექტის მიზანი სწორედ ამ პრობლემის დაძევაა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა,  რომ პროექტის შექმნიდან ძალიან მცირე დროში  ამდენი  ხალხია შეკრებილი თეატრის იდეის გარშემო და კარგი იქნება,  მსგავსი ტენდენცია სხვა ქალაქებშიც   დამკვიდრდეს.

რეჟისორები უკვე  პიესების შერჩევის პროცესში ვართ. პირველი სპექტაკლისთვის მსახიობთა კასტინგის ჩატარებას  სექტემბერში ვგეგმავთ.

სეზონი სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება,"- განაცხადა სანდომისაშვილმა.

 

სოფიკო ზურაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია