სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:23 
,,ეარი 2013“-ის გამარჯვებულები საერთაშორისო ფესტივალზე ფინანსების უქონლობის გამო შესაძლოა ვერ გაემგზავრონ - 02 აგვისტო 2013

მოსწავლეთა ხელოვნების ფესტივალზე ,,ეარი 2013", რომელიც რუსთავში მაისში ჩატარდა, სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის ნინო შავდათუაშვილმა  და დავით აბაშიძემ  გაიმარჯვეს. ისინი ესპანეთის  საერთაშორისო ფესტივალზე აღნიშნული ღონისძიების  პრეზიდენტმა  მარიანა კლენიანემ მიიწვია და შავდათიაშვილი 100%-იანი, ხოლო აბაშიძე - ნაწილობრივი გრანტით დააჯილდოვა.

გამარჯვებულებმა სექტემბერში ესპანეთის მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე უნდა მიიღონ მონაწილეობა. ესპანეთში გასამგზავრებლად აბაშიძეს  1200 , ხოლო  შავდათუაშვილს  900 ევრო სჭირდება - მგზავრობის ხარჯების  მოძიებას ოჯახის წევრები  ვერ ახერხებენ და  ამ მიზეზით შესაძლოა, გამარჯვებულებმა ესპანეთში გამგზავრება ვერ შეძლონ.

„ეარი 2013"-ში ჩემმა შვილმა ნინო შავდათუაშვილმა 100%-აინი გრანტი მოიპოვა.

100 %-  ში შედის მხოლო კვება და სასტუმროს ხარჯები. რაც შეეხება მგზავრობის ხარჯებს, სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მის მოძიებას ვერ ვახერხებთ.

სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებს მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გვეხმარებიან. მერიაში უნდა შეგვეტანა განცხადება, თუმცა  გვითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის-ო. ზვიად ძიძიგურის ბიუროში მივედით და უარი არ უთქვამთ, თუმცა პასუხს ჯერ კიდევ  ველოდებით. 10 აგვისტომდე გვაქვს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ბავშვები კონკურსს გამოეთიშებიან,"- განაცხადა მუსიკის პედაგოგმა თინათინ როსტიაშვილმა.

„ დათო 7 წელია, რაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებს. უბედური შემთხვევის გამო მას ერთი ხელი აღარ აქვს. ოჯახში 8 სული ვართ, აქედან მხოლოდ მე ვმუშაობ. ბავშვისთვის პროთეზის გამოცვლა 2 წელიწადში ერთხელ გვიწევს, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ესპანეთში გასამგზავრებლად 1200 ევრო გვჭირდება, რისი მოძების საშლებაც არ გვაქვს,"- განაცხადა ინეზა აბაშიძემ.

მოსწავლეთა ხელოვნების ფესტივალს ,,ეარი 2013" ყოველწლიურად აიპი ,,კულტურის ცენტრი" ახორციელებს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილეს ვაჟა კანდელაკს ვესაუბრეთ.  მისი განცხადებით, შესაძლოა გამარჯვებულების მგზავრობის ხარჯები  კულტურისა და ძეგლტა დაცვის  სამინისტრომ დააფინანსოს.

„ ჩვენ კულტურის სამინისტროსთან ვიშუამდგომლეთ, გავაგზავნეთ წერილიც და გავაცანით მდგომარეობა. სამინისტრო  შეგვპირდა, რომ ბავშებს დახმარებას გაუწევს. ეს საკითხი უახლოეს მომავალში, ვფიქრობ დადებითად გადაწყდება,"- განაცხადა კანდელაკმა.

 

სოფიკო  ზურაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია