პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:00 
,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ - სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში - 26 მარტი 2012

ბოლნისისი რაიონის  სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი" სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე ქვეშის ციხესთან  გადაიღეს. ციხესიმაგრე  დაახლოებით მე-7 საუკინისაა. მთის წვერიდან გადმოჰყურებს სოფელს, სადაც დღეს მოსახლეობას მტრისგან დასაცავად მთაში გახიზნვა არ სჭირდება, თუმცა  დღის წესრიგში სხვა  პრობლემები აქვს.

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!" - სოფლის ძირითად პრობლემაზე საუბარს ადგილობრივები იუმორით იწყებენ. კოკოითს, საბედნიეროდ, ბოლნისისი მუნიციპალიტეტამდე არ მიუღწევია, თუმცა ქვეშს ისევე აწუხებს სარწყავი წყლის პრობლემა, როგორც ოკუპირებულ ზონაში მოხვედრილ სოფლებს.

,, ქვეში ქართული სოფელია. დაახლოებით ასი ოჯახი ვცხოვრობთ. კლიმატი ისეთია, რომ  მორწყვის გარეშე მოსავალი არ მოდის.  ახლა, ვთესავ ლობიოს და კარტოფილს. ღმერთის იმედი მაქვს, რომ წვიმა მოვა.

სარწყავ არხებს მუდმივად ვასუფთავებთ, მაგრამ წყალი მაინც არ გვყოფნის. ჩვენ მეზობლად არის 300 კომლიანი სოფელი. მათ მინდვრებში აქვთ წყალი მიშვებული მთელი დღე და ჩვენამდე არაფერი აღწევს. სოფელს ყველაზე მეტად სარწყავი წყალი სჭირდება, თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ ხალხი ათასჯერ უკეთ იცხოვრებს" - ერთმანეთს უდასტურებენ სოფლის ,,ბირჟაზე" გამოსული ქვეშელები. ამბობენ, რომ რწმუნებულს და გამგებელს ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ერთადერთი სიკეთე რაც მთავრობისგან ახსოვთ სოფლისთვის გაკეთებული რიტუალების სასახლეა. ,, ეგეც ისე გააკეთეს, რომ კედლიდან გაჯი ცვივა"- დადებითაც არც ეს სიკეთე ფასდება.

სოფლის მოსახლეობა მინდვრებში აქტიურად არ არის გასული. ამბობენ, რომ ჯერ სიმინის და ხორბლის დათესვისთვის ადრეა. საუბრისას ეჭვის თვალით გვიყურებენ და ფრთხილობენ. ვინც ღიად საუბრობს სოფლის პრობლემებზე ცდილობს კადრში არ მოხვდეს. ადვილად ვუღებთ ფოტოებს მათ ვისაც ურჩევნია ჩუმად იყოს.

ქვეშში ბუნებრივი აირი აქვთ. კომპანიამ, რომელმაც სოფლის გაზიფიცირებაზე იზრუნა, მილების ქვეშში  მიწის ქვეშ გაყვანა ვერ მოიფიქრა. მთელი სოფელი მილებითაა დაყოფილი. სოფლის შიდა გზებზე და მინდვრებზე გაკეთებულია გადასასვლელები, სადაც გაყვანილობა იმ სიმაღლეზეა, რომ წესით საშუალო ზომის ტრაქტორი გაეტევა. მილების მიწის ქვეშ გაყვანა მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა რატომღაც გაზიფიცირებაზე მომუშავე კომპანიამ  ვერ გაითვალისწინა, რომ  მე-7 საუკუნის ისტორიული ძეგლის გვერდით რკინის მილების აღმართვა არაა კარგი საქმე.

ეს საკითხი ადგილობრივებსაც  დიდად არ ანაღვლებთ. მათი საფიქრალი უკვე, დარგული და დასარგავი მოსავალია.  იმედი იმისა, რომ ამ გაზაფხულზე მაინც მოგვარდება სოფელში  სარწყავი წლის პრონლემა მხოლოდ ,, უმიზეზოდ ოპტიმისტებს" აქვთ.

 ,, ამ ქალებს მე ვეძახი უმიზეზოდ ოპტიმისტებს. იქნება რამე, იქნებაო გაიძახიან! მე არ მჯერა, რომ მალე მიდვრებში ვედრით არ მომიწევს წყლის ზიდვა. რეალისტი უნდა იყო დღეს და მე ასეთი ვარ"- საუბრობს სოფლის ყველაზე დიდი რეალისტი მაისურაძე.

 

 

 

kkpress.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია