სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:02 
კულტურული მემკვიდრეობის უკულტურო მემკვიდრეები - 29 მარტი 2012

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა. ტაძრის კედლებიდან ჩამოყრილი ქვის ლოდები დაკარგულია. მათ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს.

ასეთი ბედი ეწია ერთ დროს ალბათ, ულამაზეს  ტაძარს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში. ტაძარი, რომელიც ადგილობრივების თქმით წმ. ბარბარეს სახელობისაა, ტრიალ მინდორზე დგას. მისგან, მხოლოდ, მცირე ნაწილია გადარჩენილი და ისიც ნელ-ნელა იშლება.

ეკლესიის გარდარჩენილ ნაწილზე უძველეს ხუროთმოძღვრულ  ორნამენტებს ვხედავთ. ,, ტაძარი დაახლოებით მე-12 საუკუნისაა. კულტურის სამინისტროდან იყვნენ მოსულები და თქვეს, რომ მისი აღდგენა ვერ მოხერხდება. რაც შეეხება გამაგრებას არაფერი უთქვამთ" - საუბრობენ ადგილობრივები.

ქვეშში მოსახელეობის უმეტესობა მართლმადიდებელია. მიუხედავად ამისა ტაძრის რაიმე ფორმით შველა ვერ მოახერხეს. მოსახლეობა არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ წაიღო ტაძრიდან ჩამოცხვენილი ქვები, თუმცა ახსოვთ, რომ ქვები ძველი ქართული წარწერებით და ორნამენტებით იყო.

ქვეშის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სარესტავრაციო  ტაძრების სიაში არ არის. რეალურად ტაძრისგან, არც არაფერია სარესტავრაციოდ დარეჩენილი, თუმცა ახლა კითხვისნიშნის ქვეშაა იმის შენარჩუნებაც რაც გადარჩა ტაძრისგან.

სამწუხაროდ, ნელ-ნელა ქრება  უძველესი  ტაძრების  ნაწილი, რომლებიც უტყუარი ფაქტები არიან იმისა, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან საქართველოსი იყო.

   

                                  

 

kkpress.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია