სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021 წ.  02:51 
,, ავჭედავთ გამგეობის კარს“- გარდაბანში საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენ - 30 აგვისტო 2013

გარდაბანში  არჩევნების შემდეგ მიმდინარე  საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოები, დღეს რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათ წინასაარჩევნოდ ,,ოცნების" აქტიური წევრი ტელმან გასანოვი ხელმძღვანელობდა. შეკრებილთა რიცხვი 30-35 კაცს შეადგენდა. გასანოვის თქმით, საკადრო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მოსახლეობა სვანური სოფლებიდან არ გამოვიდა.

,,ორშაბათს იქნება, ნამდვილად ფართომასშტაბიანი აქცია.  ვფიქრობ, რომ ავჭედავთ გამგეობის კარს, რადგან ეს გამგეობა მაინც არ არის ხალხისთვის. მიუხეადავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ,,ოცნებამ" გაიმარჯვა აქ, ისევ ნაციონალები ზიან და არაფერი შეცვლილა", - აცხადებდა, გასანოვი.

მისი თქმით, ,,გაუგებარი მიზეზების" გამო გარდაბანში საკადრო პოლიტიკას უშიშროება განაგებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბრისას  გასულ კვირას კომენტარი გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ჩადუნელმა გააკეთა. განაცახადა, რომ ,, უშიშროება არ ერევა საკადრო პოლიტიკაში, ერევა მხოლოდ კოალიცია ქართული ოცნება".

გასანოვის მხარდამჭერები შეკრებას ორშაბათს გარდაბნის გამგეობის წინ 11 საათზე გეგმავენ.

 

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია