სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021 წ.  03:55 
გარდაბანში მცირე აქციები გრძელდება - 02 სექტემბერი 2013

გარდაბანში მცირე აქციები გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ჩადუნელის გადაყენებას ითხოვს, ნაწილი კი სოფლებში მიწების სამართლიან განაწილებას.

,, მე აქ, იმისთვის მოვედი, რომ ჩემ სოფელში - ქესალოში მიწა არ გვაქვს გლეხებს, ჩვენ  ნაცვლად 200 ჰექტარი ერთ კაცს აქვს. როგორ ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები?!

ამ აქციების მიზანია ივანიშვილმა გაიგოს ჩვენი სატკივარი და დაგვეხმაროს. ახლა ის ადამიანები ვის ხელშიცაა ეს მიწა უკანონოდ, გადაყიდიან მათ სხვებზე და საბოლოოდ ამ მიწის დაბრუნება უფრო რთული იქნება",-საუბრობს აქციის მონაწილე, მირზა მუსაევი.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს, აქციის მონაწილე თამაზ ჭელიძე. ამბობს, რომ გამგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. მის პოზიციას იზიარებს, ტელმან გასანოვიც და ამბობს, რომ გამგეობაში, კვლავ ნაციონალები მუშაობენ და წლებია რაიონში კორუფციისთვის არავინ დასჯილა.

გასანოვი, რომელიც წინასაარჩევნოდ ,,ოცნების" აქტიური წევრი იყო და საკუთარი სახლი კოალიციას შტაბად დაუთმო, დღეს თავს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფად გრძნობს.

,, ყოველ ორშაბათს აქციები იქნება, ჩვენ არ შევურიგდებით ასეთ ვითარებას",- ამბობს გასანოვი.

30 აგვისტოს, ასევე გამგეობასთან გამართულ აქციაზე ტელმან გასანოვი შემდეგ აქციაზე, გამგეობის კარის აჭედვას ვარაუდობდა, თუმცა დღეს აქციის მონაწილეთა სიმცირემ ჩანაფიქრზე ხელი ააღებინა.

 

მსგავს თემაზე: ,, ავჭედავთ გამგეობის კარს"- გარდაბანში საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენ

http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=1331

 

მანონ  ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია