სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021 წ.  02:07 
გარდაბნის საკრებულომ 79 551 ლარიანი ჯიპი შეიძინა - 03 სექტემბერი 2013

აგრძელებენ, თუ არა შსს-ს მაღალჩინოსნები რაიონების ბიუჯეტებით პირადი ოცნებების  ასრულებას ?

 წინა მთავრობის ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი, მისი თანამდებობის პირების განსაკუთრებული სიყვარული იყო ფუფუნების საგნების მიმართ. ასეთ საგნებში, ძირითადად, ძვირადღირებული მანქანები შედიოდნენ.

არჩევნების შემდეგ სხვადასხვა რაიონის მუნიციპალიტეტებში  მოსულმა ახალმა გამგებლებმა განაცხადეს,  რომ  აღმოაჩინეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ბიუჯეტით კუდის, თუ სოდისთვის შეძენილი და თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული  აღმოჩნდა  ათობით  ძვირადღირებული ავტომობილი.

მსგავსი სიტუაცია იყო  გარდაბნის რაიონში. არჩევნების შემდეგ ოთხი თვით თანამდებობაზე მყოფმა გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულბელმა, გელა ხუციშვილმა  ავტომობილების თემაზე ხმამაღალი განცახდებები გააკეთა.  

,, ირკვევა, რომ აღნიშულ წლებში გარდაბნის ბიუჯეტიდან 41 ავტომიბილი არის შეძენილი და თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. შეძენილი მანქანებიდან ყველაზე დაბალ ფასიანი 4 000 ლარი ღირს. სიაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი  2012 წელს -  94 882 ლარად არის ნაყიდი და გადაცემული ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსთვის. ავტომობილის მარკაა: ,,ტოიოტა ლენდკრუიზერია". ამავე წელს,  ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოსთვის არის გადაცემული 91 220 ლარად შეძენილი ,,ტოიტა ლენდკურიუზერი"-აცხადებდა, ხუციშვილი. ის ამ ავტომობილების სანაცვალოდ  შსს-ს რაიონისთვის სახანძრო მანქანის ყიდვას თხოვდა. ხუციშვილს მალევე მუშაობა დაუწუნეს და თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.  

დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი ხელმძღვანლების ხელში მყოფი ძალოვანი უწყებები აგრძელებენ რაიონული ბიუჯეტებიდან ავტომობილების შეძენას.  კერძოდ კი გავრცელდა  ინფორმაცია, რომ ივლისის  ბოლოს გარდაბნის საკრებულომ 79 000 ლარიანი TOIOTA  LANDCRUISER-ი  შეუძინ ქვემო ქართლის უშიშროებას.

,, შემიძლია დაგიდასტოროთ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩვენ 26 ივლისს შევიძინეთ 79 551 ლარის ღირებილების  TOIOTA  LANDCRUISER -ის ჯიპი. აღნიშნული ინფორმაცია, როგორც კანონი მოითხოვდა ისე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და შესყიდვისას გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ასე, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდა", - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი, მარინა პირველი. კითხვაზე მცირე ბიუჯეტიან რაიონს აქვს, თუ არა მსგავსი ფუფუნების შესაძლებლობა ამბობს, რომ მისი აზრით ,,არ აქვს".

,, კი ყველაფერი კანონიერად შევიძინეთ, მაგრამ კანონი ერთია და მორალი მეორეა..პირადად ჩემთვის მორალზე წინ არაფერი დგას.. ასე, რომ ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, საკრებულომ გადაწყვიტა ასე, ჩვენი  სამსახური კი ექვემდებარება საკრებულოს",- დასძენს, მარინა პირველი. თავად წინასაარჩევნოდ ,,ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო რაიონში.

ამბობს, რომ დაზუსტებით  არ იცის, რომელი უწყებისა, თუ სამსახურისთვის მოხდა მანქანის შეძენა.

ძვირადღირებული ავტობილის შეძენაზე მცირე კომენტარს გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი პრესსამსახურის მეშვეობით აკეთებს.  ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილი უშიშროებისთვის არ შეუძენიათ.

 

მანონ  ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია