პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:00 
საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა - 02 აპრილი 2012

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის რაიონშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები ,სწორედ, აქ იყრიან თავს. ,, ყაზახეთიდან ჩამოვიდე. უკვე, მეორედ ჩამოვდივარ და ცხენები მიმყავს. ფასებიც შედარებით დაბალია, თუმცა აქედან წაყვანილ ცხენს ორი კვირა სჭირდება, რომ მოსუქდეს და ღონე მიეცეს“ - საუბრობს ბაზრობის ყაზახი სტუმარი. 

მარნეულის რაიონის ორი მთაზეა დაბანაკებული საქონლის გადამყვანი მანქანები, ხარები, ცხვრები, ცხენები და მათი გამყიდველები. მანქანები საიდანაც პირუტყვი ჯერ არ არის გადმოყვანილი მოძრაობს - საქონელი სივიწროვეს აპროტესტებს. ჩვენგან განსხვავებით ბაზრობაზე ბევრჯერ ნამყოფი ადამიანი გვაფრთხილებს, რომ ხარების ჯოგს  ვერიდოთ: ,, ხარები ერთმანეთს ერჩიან და თავზე ახტებიან. ასეთ დროს სირბილით ტოვებენ მათ ჯოგს და შეიძლება გადაგიარონ. აქ, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.“

საქონლის ბაზრობა  ქალაქ მარნეულიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია. ის სოფელ ყიზილაჯლოს სიახლოვესაა. თუმცა აქ მარნეულის მოსახლეობა  არც მთავრი  მყიდველია  და არც გამყიდველი. გარდაბნელი ქარიმ მემედოვი ამბობს, რომ მის ცხვარს მყიდველი გარდაბანშიც ჰყავს, თუმცა აქ ერთბაშად ბევრის გაყიდვა შეუძლია.  

ამ ორომტრიალის გვერდით უცნაური სანახავები არიან ცხენებზე მოჯირითე ახალგაზრდები. თუმცა, როგორც ვიგებთ ეს ცხენების გასაყიდად მოწყობილი პიარ სვლაა. ამით მყიდველს აჩვენებ, როგორი მარდი ცხენი ყავთ და მის ყურადღებას იქცევენ. ცხენების უმრავლესობა  კი ბაზრობაზე ისეთია, რომ მასზე ამხედრებული ნებიმიერი პრინცის დაწუნება შეიძლება. უუნაგირო ცხენებს მხედრის ფეხის გასმისგან გვერდებზე ბეწვი აქვთ  ამძვრალი. ცხენები გამხდრები და ტალახიანები არიან. მთელ ბაზრობაზე სულ ორი ცხენი თუ მოგეწონებათ. ,, ეს ცხენები ძირითადად ტვირთის საზიდათ უნდათ, მაგრამ ზოგჯერ საჯირითო და ჯიშიან ცხენებსაც ყიდიან. თუმცა არც ესენი არიან ცუდი ცხენები. მათ, უბრალოდ, კარგი  მოვლა სჭირდებათ. აქ ყველაფერს თავისი მყიდველი ყავს“ - საუბრობენ ცხენების გამყიდველები.

მარნეულის საქონლის ბაზრობა ქვემო ქართლში  საქონლის ვაჭრობის ცენტრია. მიუხედავად ბევრი გასაყიდი პირუტყვისა აქ თავისი მყიდველის გარეშე არავინ  რჩება. თუმცა მანქანებზე მიბმული საქონლის, თუ წკეპლის დარტყმით ერთ ადგილას გაჩერებული შეშინებული პირუტყვის ნახვისას პირველი გრძნობა რაც გიჩნდება - დიდი სიცოდილია ამ ცოცხალი არსებების მიმართ.

 იხილეთ ფოტო გალერეა:

 

 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია