სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021 წ.  02:58 
მარნეულში გამგებლის მოადგილეებად შსს-ს კადრები დაინიშნენ - 04 სექტემბერი 2013

მარნეულში გამგებლის მოადგილეები არჩევნების შემდეგ, კვლავ შეიცვალნენ. ,,ოცნების" ტალღით მოსული მარნეულის გამგებლის მოვალეობის ორი შემსრულებელი პირადი განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან წავიდა.

მათი, უკვე ყოფილ კაბინეტების კართან სხვა გვარებს აკრავენ. გამგეობაში მოსული ახლი კადრები კი შსს-ს რიგებიდანაა შერჩეული. ,, 20 აგვისტოს დაწერა განცადება აწ, უკვე ყოფილმა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ენუქიძემ. 2 სექტემბერს ამ ადგილზე დანიშნვის სურვილით განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა შემოიტანა.  მის დასანიშნად ბრძანება მზადდება. რაც შეეხება, მეორე მოადგილეს, მან განცხადება 7 აგვისტოს დაწერა და 8 აგვისტოს მის ნაცვლად, რამინ ისმაილოვი დაინიშნა",- საუბრობს მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო დეკანოიძე. 

გადაწყვეტილები ახალი კადრების დანიშნვაზე რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა აბრამიშვილმა მიიღო. რა ნიშნით შეარჩია კადრები გამგებელმა, ჩვენთვის უცნობია, რადგან მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. კითხვაზე, რატომ ხდება შსს-ს კადრების მასიური დანიშნვა ქვემო ქართლის რაიონების გამგეობებში, ახალი მოადგილე რამინ ისმაილოვი ამბობს, რომ მიზეზი ერთია: ,, ალბათ, ასე იმიტომ ხდება, რომ  პოლიციაში ყველაზე წესიერი და დისციპლინირებული ხალხი მუშაობს",- ამბობს, ისმაილოვი.

 

მსგავს თემაზე: მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენა პრემიებს იღებს (+ვიდეო) 

http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=1042&mid=13

,, ჩემი გოგო, ჩამოხვალ მარნეულში და გავარკვევთ რაც დაწერე!" - რა გამოხმაურება მოჰყვა მარნეულის რაიონში მოსულ ახალ გუნდზე დაწერილ სტატიას

http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=1053&mid=3

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია