სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021 წ.  03:43 
10 სექტემბერს წალკაში მარგველაშვილს ელიან - 06 სექტემბერი 2013

წალკის რაიონში წინასაარჩევნოდ სხვა წლებთან შედარებით  უჩვეულო სიწყნარეა - ნაკლებად იგრძნობა წინასაარჩევნო დაძაბულობა.

,,მე მხოლოდ ტელევიზიით ვიცი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, წალკაში საერთოდ არ იგრძნობა არანაირი მოძრაობა არც ერთი პარტიის მხრიდან, არც ხალხთან შესახვედრად მოსულა ვინმე, არც სარეკლამო ბანერებს ვხედავთ სადმე. წალკაში, მხოლოდ კოალიცია ქართულ ოცნების  საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს საარჩევნო შტაბი, ისინიც რატომღაც არ აქტიურობენ, დანარჩენი კანდიდატების ჯერ არაფერი ისმის",- ამბობს, ადგილობრივი რუსლან ართმელაძე. 

,,წალკა ისეთი რაიონია, რომ აქ, არავინ შეიწუხებს თავს წინასაარჩევნოდ სამუშაოდ.  ყველანაირ პროექტს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთებენ და ამ გზით ცდილობენ ხალხის გულის მოგებას. აქ, მხოლოდ კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატის საარჩევნო შტაბი მოქმედებს  და ისინიც შტაბიდან გარეთ არ იხედებიან", - ამბობს, ასევე ადგილობრივი, რევაზ ირემაძე.

რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით კი  კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის წალკის შტაბის უფროსი, გიორგი კვალიაშვილის ამბობს, რომ აქტიურად მიდის წინასაარჩევნო კამპანია.

,, მთლიანი რაიონი დაიყო ცხრა ზონად და მიმდინარეობს აღნიშნულ ზონებში კოორდინატორების დანიშვნა და კოალიციის წევრი პარტიებისთვის ფუნქციების გადანაწილება. ორშაბათიდან  კოალიცია ,,ქართული ოცნები"-ს  შტაბი სრულ მზადყოფნაში იქნება და დავიწყებთ ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს.  

ასევე,  სამშაბათს 10 სექტემბერს წალკაში ველოდებით ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, რაც დიდი სტიმული იქნება როგორც შტაბის წევრებისთვის, ასევე თითოეული ჩვენი მხარდამჭერისათვის.

ფოტოს წყარო: prime-news.ge

 

გურამ კახაძე

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია