სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021 წ.  03:38 
რუსთავს მინისტრები სტუმრობდნენ - 07 სექტემბერი 2013

რუსთავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და ზვიად ძიძიგური სტუმრობდნენ.

ყურადღების ცენტრში ნარმანია იყო. ისაუბრა, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, საერთო ჯამში 13 მილიონი ლარი მოხმარდება რუსთავს. აღნიშნული თანხა კი განაწილდება  გზების, სკვერების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, შიდა გზების და ეზოების რეაბილიტაციაზე.

მინისტრმა რუსთავი-თბილისის ავტობანის საკითხზეც  გააკეთა განცხადება.

,, სამმა  კომპანიამ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები. ჩვენ მათი სატენდერო განაცხადები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადავუგზავნეთ აზიის განვითარების ბანკს, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ პროექტს. შეისწავლიან მათ განაცხადებს და როგორც კი მივიღებთ თანხმობას დავიწყებთ სამუშაოებს",- საუბრობდა ნარმანია. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკს გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლებელია ორი თვეც დასჭირდეს. მინისტრის განცხადებით სატენდერო მოთხოვნები დააკმაყოფილა აზერბაიჯანულმა კომპანია ,, აკორდ"-მა, ასევე ჩინურმა და ესპანურმა კომპანიებმა.

ნარმანიას  განცხადებით, წელს დაიწყება გზის ორი მონაკვეთის მშენებლობა. დაიგება რუსთავიდან და თბილისიდან მომავალი გზის მონაკვეთები, ავტობანის შუა ნაწილის მშენებლობა კი გეგმის თანახმად მომავალ წელს მოხდება.

მინისტრებს რუსთავში მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯიქია მასპინძლობდა. მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე.

 

მანონ  ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია