ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017 წ.  11:18 
საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში - 12 სექტემბერი 2013

მერის მოვალეობის შემსრულებლის შეცვლის შემდეგ რუსთავის თვითმმართველობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.

შეიცვალა მერის მოადგილე სოციალურ და კულტურის სფეროში. აღნიშნულ თანამდებობაზე  შორენა გარდაფახაძის ნაცვლად, ნინო ლომიძე დაინიშნა.

ცვლილება შეეხო ასევე მერის მოადგილეს ინფრასტრუქტურის საკითხებში - დავით ჯაფარიძეს. ის დავით სხირტლაძემ შეცვალა.

საკადრო ცვლილება განხორციელდა მერიის ადმინისტრაციაშიც. ადმინისტრაციის უფროსი დავით ჯანიაშვილი  მიხეილ თათარაძემ შეცვალა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსად კი გიორგი კალანდაძე დაინიშნა.

ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალი ახალი კადრების სამუშაო გამოცდილებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

მერის მოადგილემ  სოციალურ და კულტურის სფეროში ნინო ლომიძემ  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი - პედაგოგიური განხრით. წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სკოლაში სხვადასხვა თანამდებობაზე.  2011 წელს იყო „კოალიცია ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად 4 სექტემბერს  დავინიშე.   კარგად მაქვს  გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ქალაქის მერის მოადგილის თანამდებობას შეეფერება. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს ნდობისთვის და ვფიქრობ, რომ წარმატებით გავუძღვები ჩემ საქმეს და დავდგები ყველა რუსთაველის გვერდით. ჩემი მიზანია, მოსახლობისთვის ყველაზე პრობლემატური საკითხების განსაზღვრა-გაანალიზება და 2014 წლის ბიუჯეტში  მეტი თანხის გაწერა დამატებითი პროგრამების განსახორციელებლად", - განაცხადა ლომიძემ.

ინფრასტრუქტურის საკითხებში  მერის ახალმა მოადგილემ,  დავით სხირტლაძემ 2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი,  მიენიჭა იურისტის ბაკალავრის ხარისხი; 2007-2008 წლებში  მუშაობდა ნოტარიუსის დამხმარედ; 2008 წლიდან 2013 წლის სექტემბრამდე მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2011-2012 წლებში იყო ტრენერ-ფასილიტატორი „ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლაში"  და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრში" . 2013 წლის 6 სექტემბერს დაინიშნა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად.

„  მერს დიდი ხანია ვიცნობ. წლების განმავლობაში მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, რამაც განაპირობა ჩემი კანდიდატურის დაყენება ამ თანამდებობაზე. წლების განმავლობაში  ვმუშაობდი ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის, ასევე არქიტექტურის საკითხებზე.  ვფიქრობ, მთავარი კრიტერიუმი  ჩემი შერჩევის იყო ის, რომ ამ სფეროს ძალიან კარგად ვიცნობ.

უკვე გავეცანი  ინფრასტრუქტურის საკითხებში  ქალაქში არსებულ მდგომაროებას. მინდა გითხრათ რომ წელს მიმდინარე და განსახორციელებლი ინფრასტრუქუტურლი  პროექტების ფარგლებში რეგიონალური განვითარების სამინიტრომ დამატებით 2 მლნ ლარი გაამოგვიყო. სულ 13 მლნ ლარი დაიხარჯება გზების, შიდა ეზოების, სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციაზე და სახურავების გადახურვაზე.  ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა", -განაცხადა სხირტლაძემ.

რაც შეეხება მერიის ადმინისტრაციის უფროსს მიხეილ თათარაძეს, მან 2007 წელს დაამთავრა რუსთავის ,,დამოუკიდებელი ინსტიტუტის" იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. წლების განმავლობაში  მუშაობდი არასამთავრობო სექტორში. 2008 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას . ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

როგორც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჯიქიამ განაცხადა,  აღნიშნული  ცვლილებების გარდა,  მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები აღარ იგეგმება.

,, ქვედა რგოლზე მნიშვნელოვანი ცვლილება,  მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიღებული იქნება შტატების შემცირების გადაწყვეტილება, ამას კი მომავალი გვიჩვენებს. შევხვდები სამსახურების უფროსებს, როგორც ძველებს, ისე ახლებს და დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს და რამდენი შტატი სჭირდება  სამსახურის ფუნქციონირებას. ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ასეთი იყო ადრე და ახლაც ასე იქნება - აქცენტს  მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე გავაკეთებ",- განაცხადა ჯიქიამ.

 

სოფიკო ზურაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია