სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 წ.  09:57 
სპორტკომპლექსის პრობლემები და ახალი ფორმები ამ პრობლემებში მყოფ სპორტსმენებს - 08 ოქტომბერი 2013

რუსთავში თვითმმართველობის ბალანსზე მყოფ სპორტულ კომპლექსს ზვიად ძიძიგური სტუმრობდა. მან ქალაქის თანამდებობის პირებთან ერთად სპორტკომპლექსის მოზარდების საკალათბურთო გუნდს სპორტული ფორმები გადასცა.

ძიძიგურის და სპორტკომპლექსში მომუშავეთა საუბრის შედეგად კი გაირკვა, რომ სპორტული ფორმების უქონლობა, მხოლოდ, წვრილმანია იმ პრობლემებს შორის, რაც რეალურად მათ  აწუხებთ. მაჟორიტარს აუხსნეს, რომ თვითმმართველობის ბალანსზე მყოფ კომლექსს ერთ თვის განმავლობაში არ ჰქონდა ელექტროენერგია, ახლა კი წყლის პრობლემა აქვს, რადგან გადასახადი არაა გადახდილი. ყოველდღიური პრობლემების გარდა კომპლექსის დირექტორმა მაჟორიტარს ყოფილი საცურაო აუზი აჩვენა  და აუხსნა, რომ მათ გაუქმებული აუზის ნაცვლად დარბაზის გაკეთება სურთ.  

,, ეს არის ერთადერთი სპორტკომპლექსი, რომელიც მერიის ბალანსზეა. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაძველდა. ამ საკალათბურთო არენის გარდა ყველაფერი მოძველებულია -  მათ შორის, როგორც ელექტრო ასევე გათბობის სისტემა. ერთი თვის განმავლობაში არ გვქონდა ელექტროენერგია, ახლა წყლის პრობლემა დგას.

რაც შეეხება ჩვენ სურვილს დარბაზის გვერდზე მყოფი ძველი აუზის გადაკეთების შესახებ - ძიძიგური პირადად დაუკავშირდა სპორტის მინისტრს, მოიწვია ჩვენთან და ალბათ, გადაწყდება ეს საკითხი", - საუბრობდა კომპლექსის დირექტორი, სოსო არეშიძე.

მისი თქმით, კომპლექსში დღეისთვის 200-მდე ახალგაზრდა სწავლობს. ეუფლებიან კალათბურთს, ჭიდაობას, უშუს და სპორტის სხვა სახეობებს.

კითხვაზე, რატომ არ ხდება კომლექსის საჭიროებების დაკმაყოფილება ახალგაზრდების გადახდილი გადასახადით არეშიძე ამბობს, რომ გადასახადი შედის ააიპ ,,  რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში" და არა მათთან.

,, რუსთავში ყოველთვის მაღალი დონე იყო სასპორტო ხელოვნებაში და არასოდეს ჩამოუვარდებოდა თბილისს. დღეს, ამ მხრივ არსებობს პრობლემები და მათ მიხედვა სჭირდება. მე პირადად ვესაუბრე სპორტის მინისტრს და რუსთაველებს არა მხოლოდ სპორტული ფომებით, არამედ გვერდში დაუდგებიან და მხარდაჭერა ექნებათ ახალი დარბაზის მშენებლობაშიც.

 მე პირადად რუსთავის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად ყველაფერს გავაკთებ იმისთვის, რომ რუსთავმა კვლავ თავაწეულმა იაროს სპორტულ სამყაროში", - საუბრობდა, რუსთავის მაჟორიტარი, ზვიად ძიძიგური.

თვითმმართველობის ბალანსზე მყოფი სპორტკომპლექსი კი ახალი დარბაზის მშენებლობამდე ითხოვს მოწესრიგდეს მათი კომუნალური გადასახადების საკითხი და შეიქმნას ახალგაზრდა სპორტსმენების სწავლებისთვის საჭირო ელემენტარული პირობები. 

 

მანონ  ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია