სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 წ.  10:59 
ახალი იდეა რეგიონის განვითარებისთვის და ყვითელი ავტობუსების ძველი ,,ტრადიცია“ - 22 ოქტომბერი 2013

დღეს, მარნეულის გამგებელს რთული სამუშაო დღე ჰქონდა. დღის მეორე ნახევარში, მას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური და რუსთავის მერი, დავით ჯიქია ესტუმრნენ.

ძიძიგური მარნეულში კარგი ამბით ჩავიდა. განაცხადა, რომ ერთთვიანი მსჯელობის შემდეგ ნარმანიას სამინისტრო ,,სრულ მზადყოფნაშია" დააფინანსოს 2014 წელს რუსთავი-მარნეულის 19 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

იდეა მისაღები და მოსაწონია ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტისთვის. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად რუსთავიდან და გარდაბნიდან მიმავალ მგზავრს მარნეულში ჩასასვლელად თბილისის მონაკვეთის გავლა არ მოუწევს. მისთვის გზა 32 კილომეტრით მცირდება. პროექტი საინტერესოა მარნეულისთვისაც, რადგან ერთის მხრივ, მეტი კომუნიკაციის საშუალება ეძლევა რუსთავთან - ასევე მოხდება აღნიშნული მონაკვეთის  განაპირას მდებარე სოფლების: ალგეთის და კაპანახჭის გზის პრობლემის მოგვარება.

,, ეს არის სტატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელსაც ძალიან მაღალი დატვირთვა ექნება. რუსთავიდან მარნეულამდე გზა  დაახლოებით 32-34 კილომეტრით შემცირდება.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ  აქ, შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობა და ეს საკითხი მათთვისაც მისაღებია", - აცხადებდა ძიძიგური.

შეკრებილთა შორის კი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად იყვნენ ქალაქ მარნეულში მცხოვრები ,,ქართული ოცნების" აქტივისტები. მათ ტრანსპორტირებაზე, ყვითელი ავტობუსებით რუსთავი-მარნეულის გზის დასაწყისში მისაყვანად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იზრუნა.

ყვითელი ავტობუსი არ დასჭირვება რეზვან კარაევს. ,, ამ შეხვდრის შესახებ პარტიაში ,,ქართულ ოცნებაში"  გვითხრეს, სადაც მე  ვმუშაობ - შესაბამისად ამოვედით. მე ავტობუსი არ დამჭირვებია, რადგან ავტომობილით ვარ", - საუბროდა, მარნეულელი რეზვან კარაევი.

მარნეულის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის თქმით მოსახლეობას დიდი ინტერესი ჰქონდა აღნიშნული შეხვედრის მიმართ.

,, მოსახლეობაში უცებ გავრცელდა ეს ამბავი და წამოსვლის სურვილი გაუჩნდათ. ასეთ საკითხებს თვითონ აგვარებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ვთხოვე ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც სმენაში არ იყვნენ.

ასეთი კარგი იდეისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ზვიადს  და ყველას. პირველ რიგში მთავრობას, რომელიც მსგავს მნიშვნელოვან პრიექტებს უსიტყვოდ უჭერს მხარს", - საუბრობდა, თოფჩიშვილი.

დღის პირველი ნახევრიდან, ორი მუნიციპალური ყვითელი ავტობუსი შეხვედრაზე მიმავალებს ,, ქართული ოცნების" მარნეულის შტაბის წინ ელოდა. შედეგად შეხვედრის ადგილას, სადაც ნაკლებად დასახლებული პუნქტია  ასამდე მოქალაქე შეიკრიბა.  

 

მანონ  ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია