შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:44 
,,შემოგვასახლეს ასეთ პირობებში და მერე დავავიწყდით“ - 31 ოქტომბერი 2013

რუსთავში დავით გარეჯის #30-ში მესამე თვეა ყოფილი ,,გეპეის" შენობიდან გამოსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. ამბობენ, რომ სულ უბინაოდ ქუჩაში ცხოვრებას რუსთავის მერიის მიერ შემოთავაზებული ფართის მიღება არჩიეს.

შენობა, რომლეშიც შესახლებული ოჯახები ცხოვრობენ ერთ-ერთი ქარხნის საწყობი იყო. ახლა ობიექტი რუსთავის მერიის ბალანსზეა. 

ყველა ოთახში, სადაც უბინაოები შევიდნენ შეშის ღუმელი დგას. ამბობენ, რომ შენობაში ელექტროენერგიის და სახურავის პრობლემის გამო ცხოვრება გაუსაძლის პირობებში  უწევთ. ,, წვიმის დროს მეორე სართულის ოთახებში, რამდენიმე ადგილიდან გვაწვიმს. აქეთ, ეს უშუქობა, სანთლის შუქზე ვამეცადინებთ ბავშვებს", - ჩივიან შესახლებული ოჯახები.

მათთან ერთად ცხოვრობს  6 თვის გიორგის დედაც. ნინო ლაზარაშვილს, რომელსაც 2 შვილი ჰყავს ოთახი მეორე სართულზე შეხვდა. ამბობს, რომ წვიმის დროს ყველაფერი, მათ შორის საწოლიც, უსველდება.

,, როდესაც აქ, შემოგვასახლეს დაგვპირდნენ, რომ შეაკეთებდნენ სახურავს, ასევე დაგვპირდნენ, რომ შემოგვიყვანდნენ ელექტროენერგია, თუმცა პირობას არავინ ასრულებს. ელექტროენერგიისთვის დავდივართ ენერგო-პროში, სულ გვაიმედებენ, მაგრამ არაფერი იცვლება.

ერთადერთი რაც გაგვიკეთეს სასმელი წყალი შემოგვიყვანეს ეზოში, რისი მადლობელიც ვართ. ჩვენ ამ ფართისთვისაც მადლობელი ვართ, მაგრამ არის პრობლემები, რასაც დამოუკიდებლად ვერ მოვაგვარებთ. ჩვენ ვერ გადავხურავთ ამ შენობას და ვერ მოვაგვარებთ ელექტროენერგიის საკითხს - ამაში მერია უნდა დაგვეხმაროს. მათ კი შემოგვასახლეს ასეთ პირობებში და მერე დავავიწყდით", - საუბრობს, დავით გარეჯის #30-ში შესახლებული, ნინო ლაზარაშვილი.

ამავე შენობაში შესახლებული თენგო ალიბეგაშვილი ამბობს, რომ რუსთავის თვითმმართველობამ ქალაქში ყველა საცხოვრებელი შენობა გადახურა და ვერ იგებს, რატომ იქცა პრობლემად აღნიშნული შენობის გადახურვა.

თემაზე რუსთავის მერი, დავით ჯიქია და მისი მოადგილე, ნინო ლომიძე ,,მოუცლელობის" გამო კომენტარს არ აკეთებენ. მათ ნაცვლად დავით გარეჯის #30-ში შესახლებული ოჯახების კითხვებს თვითმმართველობის პრესსამსახური პასუხობს. თამარ აქუბარდია, რომელიც მერიის პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტია ამბობს, რომ რუსთავის მერიას შესახლებული ოჯახები და მათი პრობლემები არ დავიწყებია.

,, რუსთავის მერია აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ შენობაში ელექტროებერგიის შეყვანის თაობაზე. პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანები, რადგან არ არიან აღნიშნული ფართის მესაკუთრეები მათი ცალკე აბონენტად რეგისტრირება ვერ ხდება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია.

რაც შეეხება სახურავის პრობლემას, მერიას აქვს მცდელობა ეს პრობლემა მოაგვაროს ზამთრამდე. ამ წუთებში ინფრასტრუქტიურის სამსახურთან ერთად ხდება სხვა პროექტებთან ერთად ამ შენობის სახურავის საკითხის განხილვაც. 

რადგან აღნიშნული შენობა არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ობიექტს მისი გადახურვა გეგმით ვერ მოხდებოდა, რადგან გეგმაში ის არც შედიოდა. გვაქვს მცდელობა ეს საკითხი, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ასე, რომ მერიას ეს ხალხი არ დავიწყებია, მუშაობენ მათი პრობლემების გადაწყვეტაზე", - აცხადებს, თვითმმართველობის პრესამსახურის წარმომადგენელი.

 

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია