პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:04 
რუბრიკა: მოსაზრება - 30 აპრილი 2012

მოსაზრება პირველი:

პარლამენტის წევრის ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევის საკითხზე kkpress.ge-სთან კომენტარი, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ და რუსთავში ,, ქრისტიან -დემოკრატების" ლიდერმა,  ფიქრია ავალიანმა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრის ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევა ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებული კანონპროექტია.

 kkpress.ge-სთან საუბარში ავალიანმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ემხრობა თავისი პარტიის ინიციატივას, თუმცა საუბარში არაერთხელ ახსენა, რომ 21 წლის ადამიანი ,,ბავშვია".

 ,, მე არ ვარ იმისი მომხრე, რომ ყველა 21 წლის ბავშვი შევიდეს პარლამენტში, თუმცა ვთვლი, რომ წარმატებულ და გამორჩეულ  21 წლის ბავშვს ნამდვილად უნდა მივცეთ შანსი.

პირადად, მე ჩემს გარემოცვაში ამ ასაკის წარმატებულ ბავშვს ვერ მოვიაზრებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა იმდენად ნიჭიერია,  კანდიდატები საკმაოდ იქნება" - საუბრობდა ფიქრია ავალიანი.

 

   მოსაზრება მეორე: 

 kkpress.ge აქტიურად აშუქებს  ქვემო ქართლის რეგიონში სამთავრობო გუნდის წევრების გახშირებულ ვიზიტებს. ასეთი სტუმრობების დროს იმართება დახურული შეხვედრები, სადაც ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ გვაქვს. შესაბამისად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ვცდილობ ინფორმაცია სხვადასხვა გზით მივიღოთ.

21აპრილს რუსთავში მორიგი მსგავსი   შეხვედრა შედგა. კითხვაზე, თუ ვინ ესწრებოდა შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე, შორენა გარდაფხაძემ გვიპასუხა:

,, მერიის ყველა სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, მთავრობიდან ბ-ნ გიგი წერეთელი, მერაბიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე."  ჩვენს კითხვაზე  ვინ იყო შეხედრაზე მომხსენებელი თვითმმართველობიის მხრიდან გვპასუხობს: ,,თვითმმართველობის მხრიდან მომხსენებელი იყო რეგიონის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე."

სამწუხაროდ,  ქალაქის მერის მოადგილისთვის  თვითმმართველობა და რეგიონის გუბერნატორის ინსტიტუტი ერთი და იგივე სტრუქტურა აღმოჩნდა.

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია