კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:04 
რუსთავში 7 შვილიან ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა - 28 იანვარი 2014

რუსთავის მე-17 მკ. რაიონის მე-13 კორპუსის მე-9 სართულზე ყველაზე ხმაურიანი ოჯახი ცხოვრობს. ნეფარიძეებს 7 შვილი ჰყავთ. ოჯახის ყველაზე უფროსი შვილი 17, ხოლო ყველაზე უმცროსი თამარი - ორი კვირისაა.

დავითის, ირინას, ბარბარეს, აბოს, მიქაელის, ნინოს და თამარის - გაზრდის საკითხში ოჯახს სახელმწიფოს დახმრება სჭირდება. სახელმწიფო კი სოციალური დაცვის პროგრამით მათ ეუბნება, რომ რადგან ოჯახს აქვს ახალი სარეცხი მანქანა, გაზქურა და ბუნებრივი აირზე დიდი გადასახადი მოსდის - ფულადი დახმარება, არსებული კანონმდებლობით არ ეკუთვნით.

,, სოციალური დახმარება მაისში შეგვიწყვიტეს. ამის  შემდეგ, რადგან საშუალება არ იყო ბავშვებით სამი თვით სოფელში წავედი. ჩემმა მეუღლემ დახმარების აღდგენის თხოვნით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ საპასუხო წერილში მოგვწერეს, რომ ჩვენ გვაქვს თანამედროვე წარმოების სარეცხი მანქანა, გაზქურა და წყლის გამათბობელი. ასევე გვწერენ, რომ გაზს ვხარჯავთ ბევრს.

ჩვენ ნამდვილად ბევრი ბუნებრივი აირი გვეხარჯება, მაგრამ რა ვქვა, საკმარისია ერთი ღამეც გავთიშო, რომ ბავშვები ცივდებიან. სარეცხი მანქანის გარეშე კი შეუძლებელია ჩემთვის 7 ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა. რაც შეეხება წყლის გამათბობელს - არ გვაქვს და არც აგენტის მოსვლის დროს გვქონია. ალბათ, შეცდომით ჩაგვიწერეს. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს განვადებით გამოტანილი ახალი გაზქურა. წინათ გვქონდა ძველი და ერთ დღესაც ცეცხლი წაეკიდა. შემიძლია განახოთ რა ძველიცაა, ახლა სადარბაზოში დგას.

ვისაც ეჭვი ეპარება რამეში მოვიდეს და ნახოს, რომ სახლში სკამიც არ მაქვს ნორმალური.  რატომ მითვლიან ფუფუნების საგნებში იმ ნივთებს, რის გარეშეც დღეს არსებობა მრავალშვილიანი ოჯახისთვის წარმოუდგენელია, ვერ ვხდები",-საუბრობს, ოჯახის დიასახლისი, ირინე კლდიაშვილი-ნეფარიძე.

მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 71 350-ია. კლდიაშილი ამბობს, რომ ქულების გაზრდა განვადებით გამოტანილი გაზქურის დამსახურებაა. ამბობს, რომ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ქულების ხელმეორედ შემოწმების უფლება, ოჯახში ორი კვირის წინ გაჩენილი თამარის წყალობით აქვს. თუმცა კლდიაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ,,ფუფუნების" ნივთების არსებობის გამო, კვლავ სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების გარეშე დარჩება.

,, ქულათა აღნიშნული რაოდენობა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ოჯახი მიეკუთვნება შეძლებეული ოჯახების კატეგორიას, მაგრამ დღეის მდგომარეობით არ ითვალისწინებს ფულად დახმარებას, ვინაიდან სოციალური დახმარების საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის 145-ე დადგენილებით საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57 001 ქულა", - წერს, ნეფარიძეებს სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, გელა ჩივიაშვილი. წერილში, რომელიც 8 იანვარსაა გამოგზავნილი წერია, რომ ოჯახს აქვს თანამედროვე წარმოების სარეცხი მანქანა, გაზქურა და წყლის გამათბობელი.

ნეფარიძეების ოჯახის პრობლემასთან დაკავშირებით, რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მზად არიან გაუწიონ შუამდგომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა აცხადებენ, რომ სააგენტოს მხრიდან, მსგავსი შუამდგომლობების გათვალისწინება ყოველთვის არ ხდება.

,, თქვენი წასვლის შემდეგ ჩვენი მუნიციპალიტეტის უფროსი იყო მოსული და გვითხრა, რომ ხვალ წერილი უნდა დავწეროთ მერიაში. შემდეგ კი გაგვიკეთებენ შუამდგომლობას. მითხრეს, რომ როგოც შეუძლიათ დამეხმარებიან", - გვიხსნის, სატელეფონო საუბარში, ირინე კლდიაშვილი.

პ.ს ,,ქვემო ქართლის საინფორმაცია პორტალი" მიადევნებს თვალყურს აღნიშნული ოჯახის პრობლემას.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია