შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:43 
მოსამართლეები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ + (ვიდეო) - 01 თებერვალი 2014

,, საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიცვალოს კანონმდებლობა მოსამართლეთა დანიშნვის წესის შესახებ. მოსამართლეები, რომლებიც ასოციაციის გარშემო გაერთიანდნენ, აღნიშნულ თემაზე  - გამწესების მოლოდინში მყოფი, თუ უკვე მოქმედი მოსამართეების პრობლემებზე იწყებენ საუბარს.

მოსამართლეთა პრობლემებზე მსჯელობისთვის ,, საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსამართლეებს, ადვოკატებს და თემით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდა.

მოსამართლეთა ერთობა აცხადებს, რომ მოსამართლეთა გამწესების საკითხი დახვეწას და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. შეხვედრაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეზერვში მყოფ მოსამართლეებზე. ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, უკვე 8 წელია რეზერვშია. გარდა იმისა, რომ არ არის დასაქმებული როგორც მოსამართლე შრომითი კუთხით მასზე ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც მოქმედ მოსამართლეებზე.

,, რეზერვში მყოფი ხუთი ადამიანის მიუხედავად არ ხდება მათი თანამდებობებზე გამწესება, რაც სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილებაა, იმავდოულად ცხადდება ვაკანსიები მოსამართლის თანადებობაზე. აღნიშნული პრაქტიკა გაურკვეველ ვითარებაში ამყოფებს რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეებს, რადგან ისინი მუდმივად არიან მოლოდინის რეჟიმში და აქვთ იმედი, რომ გამწესდებიან თანამდებობებზე",- საუბრობდა ,, საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი.

,, საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" პრობლემურად აფასებს მოსამართლეთა დანიშნვის არსებულ წესს. კონკრეტულად კი ერთობა მიიჩნევს, რომ პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 კაციანი შემადგენლობა, ფარული კენჭისყით დანიშნვაზე უარს ეუბნება მოსამართლეს  - თავად ამ მოსამართლეს კი არ აწვდიან ინფორმაცია რის გამო არის მისი კანდიდატურა მიუღებელი. მოსამართლეთა უფლებათადამცველები საუბრობენ, რომ ამგვარ სიტუაციაში მყოფ მოსამართლეს არ ეძლევა საშუალება  გამოასწოროს ის პრობლემა, რის გამოც მიუღებელი აღმოჩდა საბჭოსთვის. ამავე დროს, არ არსებობს საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი.

მოსამართლეთა ერთობა ასევე უარყოფითად აფასებს იმ საკითხს, რომ პრაქტიკაში არ  ხდება გამწესებისას მოსამართლის სურვილის გათვალისწინება. მიუხედავად, იმისა რომ მოსამართლე გამწესებისთვის მისთვის სასურველ ქალაქს უთითებს, მას მაინც სხვას სთავაზობენ.

,, მოსამართლე, რომელიც მიკერძოებულია საკუთარ ქალაქში ის, ასევე მიკერძოებული იქნება  სხვაგანაც.  ასევე არაა გამორიცხული, რომ ნათესავი, თუ ნაცნობი იმ სხვა რაიონშიც აღმოაჩნდეს. ასე, რომ ეს არ არის არგუმენტი", - საუბრობდა შეხვედრაზე, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე მოსამართლე დავით ღიბრაძე.

აცხადებდა, რომ არ არის შესაძლებელი ყველა მოსამართლემ საკუთარ რაიონსა, თუ რეგიონში იმუშაოს, მაგრამ როდესაც არსებობს ამისი საშუალება, მოსამართის სურვილის გათვალისიწნება უნდა მოხდეს.  

საქართველოს მოსამართლეთა ერთობა, პოექტის ფარგლებში ,, მოსამართლეები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" - აგრძელებს მოსამართლეთა პრობლემებზე საჯარო დისკუსიებს. 

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია