შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:24 
რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილება საიას საგანგებო განცხადებაში მოხვდა - 04 თებერვალი 2014

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავი უწყებების მონიტორინგს აგრძელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  მათი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს საქმეები, სადაც მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ცემასა და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ.

,, სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა", - ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებით საია საზოგადოებას 6 მოქალაქესთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირების მიმართ პოლიციის მოქმედება შესაბამისი უწყებების რეაგირებას და შესწავლას ითხოვს.

ჩამოთვლილი ექვსი შემთხვევიდან, ერთ-ერთი რუსთავის მე-3 განყოფილების დაკავებულ მოქალაქე ლაშა შათირიშვილს ეხება.

,, მოქალაქე ლაშა შათირიშვილი 2013 წლის 24 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს.  მას ბრალად  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შენახვას გულისხმობს. მისი თქმით, დაკავების დროს  პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, აღნიშნულის შესახებ განცხადების შემთხვევაში ნარკოტიკის დადებით დაემუქრნენ.

ლაშა შათირიშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

მოქალაქის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ანკეტა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას აღნიშნულ განცხადებას შსს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორიამ უპასუხა.

 " თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება, ამიტომ ყველა სამართალდარღვევაზე დაწყებულია როგორც გენინსპექციის ფარგლებში, ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში პროკურატურაშიც დაიწყო გამოძიება. ამიტომ წინასწარ რაღაც განცხადებების გაკეთება და დადანაშაულება სისტემისა, რომ ასეთ დარღვევებს ადგილი აქვს, მოვუწოდებდი ყველა არასამათავრობო ორგანიზაციას, მათ შორის კერძო პირსაც, რომ თავი შეიკავონ და ამ შემთხვევაში როგორც გენერალური ინსპექცია, ისე პროკურატურა თავის დასკვნებს გვამცნობს და შესაბამისად დასასჯელიც დაისჯება", - საუბრობდა იზორია.

საიას ანგარიშში მოხვედრილი ლაშა შათირიშვილის გარდა, რუსთაველი პოლიციების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობდა  29 წლის ვასილ ლომსაძე. მისი უფლებების დამცველი ადვოკატი ლომსაძის საქმეში, რამდენიმე პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებაზე საუბრობდა.

,, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს პოლიციის მაღალჩინოსანმა მასპინძელს უსაყვედურა, თუ რატომ დააჯინა ერთ სუფრასთან პრობაციონეთან ერთად. შემდეგ კი შეიგინა ლომსაძის მისამართით, რაც მან გაიგო. აქ, საინტერესოა ის დეტალიც, რომ ლომსაძეს ფიზიკური შეურაცყოფა  (აღნიშნული ოჯახიდან გამოსვლის შემდეგ) ადამიანიასთან ერთად იმ პოლიციელებმაც მიაყენეს, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსანმა მის დასაკავებლად გამოიძახა. ასევე, მისი განცხადებით ადამია მას ფიზიკურ შეურაცყოფას რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფლებაში მიყვანის შემდეგაც აყენებდა", - საუბრობდა KKPRESS.GE-სთან  ლომსაძის ადვოკატი, ანდრო სარიბეკოვი.

მსგავს თემაზე: ,, ფიზიკური შეურაცყოფა ადამიასთან ერთად იმ პოლიციელებმაც მიაყენეს, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსანმა მის დასაკავებლად გამოიძახა"

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით     

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია