შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:04 
ბოლნისში „RMG gold"-ს გარემოსდამცველები და ბალიჭის მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ + (ვიდეო) - 06 თებერვალი 2014

მადნის მომპოვებელმა კომპანია  „RMG gold"-მა, დღეს ბოლნისის გამგეობაში საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში წარადგინა.

საჯარო განხილვას გარემოს დამცველი ორგანიზაციები, გარემოს დაცვის სამინისტრო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი, საყდრისის საბადოს სიახლოვეს მდებარე სოფელ ბალიჭში მაცხოვრებლები და მედია დაესწრო.

გზშ-ს პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენელმა, მიხეილ კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოსატუტი მოედნისთვის საჭირო ინფრასტრუქტრული ნაგებობების ძირითადი ნაწილი უკვე მოწყობილია. კვარაცხელია, ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას" კითხვაზე, რატომ მოხდა ნებართვის გარეშე გამოსატუტი მოედნის მშენებლობა - პასუხობდა, რომ მოეწყო მხოლოდ გამოსატუტი მოედნის ფუძე, რისი მშენებლობისთვისაც ნებართვა არ იყო საჭირო.

,,RMG gold"-ს,  ეკოლოგიის კუთხით რიგი პრეტენზიები წაუყენეს ბოლნისის რაიონ სოფელ ბალიჭში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. ბალიჭის მკვიდრი, დალი მამულაშვილი აცხადებდა, რომ საწარმოს საქმიანობის შედეგად, საბადოების გარშემო მცხოვრები ადამიანები ავადდებიან ფილტვის დაავადებებით - კერძოდ სილიკოზით(ფილტვების ჩაკირვა).

მამულაშვილი ყურადღებას მთავრობას სთხოვდა და აცხადებდა, რომ ბალიჭში საყდრისის გამოსატუტი მოედნის ამუშავების შემთხვევაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. მათ პრეტენზიებს ,,RMG gold" უსაფუძლოს უწოდებდა და დამსწრე საზოგადოებას განუმარტავდა, რომ აღნიშნული მოქალაქეების პრეტენზიები, მხოლოდ პირადი წყენით იყო განპირობებული, რადგან ისინი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

„RMG gold"-ს და საქართველოს მთავრობას ბოლნისის რაიონის კერძოდ, მადნის მომპოვებელი კომპანიის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მიმართ - სამედიცინო კუთხით ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებდა საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი.

ეკატერინე ფავლენიშვილის განცხადებით, რადგან მუდმივად ისმის ჯანმრთელობის კუთხით მოქალაქეების პრეტენზიები, რომლის მიზეზად ისინი კომპანიის საქმიანობას ასახელებენ - უნდა ჩატარდეს სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც დაადგენს რა გავლენას ახდენს საწარმოს საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია