შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  16:46 
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ რუსთავში წინასაარჩევნო სამზადისი დაიწყო - 08 თებერვალი 2014

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აგრძელებს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქებას.

ამჯერად ჩვენი ინტერესის ობიექტს ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" წარმოადგენს.

ალიანსის რუსთავის ორგანიზაციას ბესიკ ჯალაღანია ხელმძღვანელობს. ჯალაღანია პარტია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ რუსთავში არაფერი შეცვლილა ,,ხალხის სასიკეთოდ."

,, თვე-ნახევარია დაფუძნდა ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს რუსთავის ორგანიზაცია. შექმნილია ხუთკაციანი ბიურო. დაწყებულია აქტიური სამზადისი არჩევნებისთვის. ასევე, შევქმენით მეორადი და პირველადი პარტიული ორგანიზაციები. პირველადია საუბნო ორგანიზაციები, მეორადი ზონები, სადაც ზონის ხელმძღვანელები ავირჩიეთ.

ქალაქი დავყავით ზონების მიხედვით ისე, როგორც დაყოფილია ამჟამად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, გვაქვს ათი ზონა. ალიანსის რუსთავის ორგანიზაციების  სტრუქტურების ბოლომდე გამართვის შემდეგ, ვიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ჩვენთვის ცნობილია რუსთავის პრობლემატიკა და ვიმუშავებთ ამ პრობლემური საკითხების გარშემო. ახალი მთავრობის მოსლის შემდეგ აქ, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. იგივე უმოქმედობაა - ხალხის ინტერესიდან გამოდინარე არაფერი კეთდება",  - საუბრობს, ჯალაღანია.

ამბობს, რომ რუსთაველთა იმედგაცრუება ახალი მთავრობით, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოჩნდა.

,, საპრეზიდენტო არჩევნებში 20 000-მა საარჩევნო ასაკის მქონე რუსთაველმა უარი თქვა არჩევნებზე მისვლაზე. ესენი არ იყვნენ ნაციონალების მხარდამჭერები და არც არასდროს გახდებიან - მიზეზი ისაა, რომ ისინი ოცნებაზე იმედგაცრუებული და ნაწყენი ადამიანები არიან. ჩვენი ალიანსი, აქტიურად იმუშავებს საზოგადოების ამ ნაწილთან", - აცხადებს, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს თავმჯდომარე, ბესიკ ჯალაღანია.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია