შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:25 
რუსთაველები მოულოდნელად სამარშუტო ტაქსების გარეშე დარჩნენ + (ვიდეო) - 10 თებერვალი 2014

რუსთაველები დღეს უჩვეულო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათთვის მოულოდნელად ქალაქის შიდა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის დიდი ნაწილი გაიფიცა.

გაფიცვის მიზეზი სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის გაცემის საკითხია. კონკრეტულად მძღოლები და ხაზების მეპატრონეები ითხოვენ გარანტიებს იმისა, რომ კონკურსი მინიმუმ 3-5 წლის შემდეგ ჩატარდება. მათ რუსთავის მერია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არ არის საუბარი ვადებზე. აცხადებენ, რომ სანებართვო პირობებზე მომუშავე კომისიამ შეიმუშავა ნებართვის გაცემის წესი - ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად  და საჭიროა ამ წესის მიღება.

მძღოლების პროტესტის ფონზე დღეს საკრებულომ ერთხმად მიიღო აღნიშნული სანებართვო წესი. ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ მგზავრთა გადაყვანებზე კონკურსის დანიშნვის და გადავადების უფლება ქალაქის მერს მიენიჭოს.

სხდომაზე საკუთარი არგუმენტების გაჟღერების საშუალება ქალაქის მერთად ერთად  რუსთავის მგზავრთა გადამყვანი კომპანიების წარმომადგენელს, რევაზ რიჟამაძესაც მიეცა.

გაფიცვის მონაწილე, ადგილობრივი მძღოლები კი აცხადებენ, რომ საკონკურსო პირობები მორგებულია ერთ კონკრეტულ კომპანიას და მიზნად ისახავს ქალაქში მათ ნაცვლად ყვითელი ავტობუსების შემოყვანას. მერია კი გაფიცვის მოწყობის გამო, არ გამორიცხავს კომპანიების მიმართ სანქციების გამოყენებას.

რუსთავის მერის, დავით ჯიქიას თქმით, კომპანიებს არ ჰქონდათ უფლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩაეგდოთ ქალაქი. ჯიქია აცხადებს, რომ მგზავრთა გადამყვანებს დაგეგმილი გაფიცვის შესახებ მათთვის მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა ეცნობებინათ.

დღეისთვის გაფიცვის შედეგად შექმნილი პრობლემის დროებით აღმოფხვრის მიზნით რუსთავს ადგილობრივ მუნიციპალურ ტრანსპორტთან ერთად, გარდაბნის, მარნეულის და თბილისის სამარშუტო ტაქსები დაეხმარებიან.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია