ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:13 
შეიტანა, თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ წვლილი რუსთაველი მძღოლების პროტესტში? + (ვიდეო) - 11 თებერვალი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს" მკითხველები რუსთაველი მძღოლების გაფიცვაში ნაციონალების ძალისხმევაზე წერენ. მკითხველთა ნაწილი აცხადებს, რომ მძღოლებს პროტესტის რადიკალური ფორმის გამოყენებისკენ ნაციონალურმა მოძრაობამ უბიძგა. წერენ, რომ გუშინ მერიის წინ აქციის მონაწილეთა პროტესტის გამწვავებას ადგილობრივი ნაციონალების აქტიური მხარდამჭერი, ნანა გოგიჩაიშვილი ახდებდა. ასევე გვიგზავნიან გოგიჩაიშვილის სააკაშვილთან, კახა გურგენიძესთან და მამუკა ჩიქოვანთან გადაღებულ ფოტოებს. საუბრობენ მის კავშირზე ორგანიზაცია ,,თავისუფალ ზონასთან".

თავად ნანა გოგიჩაიშვილი კი აცხადებს, რომ  აქციაზე თავისი ოჯახის ინტერესების დასაცავად მივიდა. ,, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი ორი სამარშუტო ტაქსი მუშაობს რუსთავი -თბილისის 19 ნომრის ხაზზე. სულ ერთი კვირაა რაც ახალი მანქანა 2 000დოლარად გავიყვანე ხაზზე. იმიტომ, რომ მოგვთხოვეს კომფორტული ავტომობილები. მე იქ, ჩემი შვილების გულისთვის ვიყავი მისული", - საუბრობს გოგიჩაიშვილი. ამბობს, რომ წარსულში იყო ნაციონალების მხარდამჭერი, თუმცა ახლა ,,ეზიზღება ყველა პარტია" და არც ერთ არჩევნებზე არ მიიღებს მონაწილეობას. ,, ნუ დამაბრალებენ ნურაფერს! უბრალოდ ვითხოვთ ტენდერის გადავადებას, რათა დავფაროთ ეს ვალები. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები კვლავ გაიმართება და აუცილებლად მივალ კიდეც, ოღონდ არა როგორც აქტივისტი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც ართმევენ საარსებო მინიმუმს.

რაც შეეხება ,,თავისუფლა ზონას" იქ მე მყავს მეგობრები, მაგრამ როგორც ასეთი მე ჯერჯერობით არანაირი აქტივობა არ გამომიჩენია. უბრალოდ ჩემი პატარა შვილების გამო ამისი დრო არ მრჩება. ნუ, ეძებენ მიზეზებს, ჩვენ რასაც ვითხოვთ ეს ჩვენი უფლებების დაცვაა - მეტი არაფერი", - დასძენს მძღოლების გაფიცვის მონაწილე, ნანა გოგიჩაიშვილი. ამბობს, რომ ,,ოცნებისტებს" მისთვის დასაბრალებელი არაფერი აქვთ რადგან თავად ,,გადმოპორტირებული ნაციონალები" არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველმა მძღოლებმა და ხაზების მეპტრონეებმა გაფიცვა მოაწყვეს. მძღოლები თვლიან, რომ თვითმმართველობა კონკურსის პირობების მორგებას ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ცდილობს. გაფიცულებმა მერიას ერთდღიანი ვადა მისცეს და ითხოვენ კონკურსის მინიმუმ 3 წლის შემდეგ ჩატარებას.

გუშინვე საკრებულომ დაამტკიცა მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო კონკურსის პირობები. ამ ეტაპზე, არაა ცნობილი, როდის ჩატარდება კონკურსი. თემაზე კომენტარებს რუსთავის თვითმმართველობაში აკეთებენ და აცხადებენ, რომ კონკურსი ჩატარდება, თუ არ ჩატარდება ორი გარემოება იქნება უცვლელი: მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და ხაზებზე, კვლავ რუსთაველი მძღოლები იმუშავებენ.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია