ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:40 
წალკაში ეკომიგრანტების სასაფლაოებთან დაკავშირებული პრობლემა წლებია ვერ გვარდება - 12 თებერვალი 2014

წალკის რაიონის ნახევარზე მეტი 90-იან წლებამდე ეროვნულად ბერძენი მოსახლეობით იყო დასახლებული. 90-იანი წლების დასაწყისში მაშინ, როცა საქართველოში იყო სამოქალაქო ომი და არეულობა დაიწყო ბერძენი მოსახლეობის მიგრაცია მშობლიურ საბერძნეთში.

მიგარაციის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან შემდეგი სოფლები: იმერა, კოხტა, ჩრდილისუბანი, ხარება, ბეშთაშენი, სამადლო, ბარეთი, საბეჭისი, ახალშენი, კავთა, თრიალეთი, ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი, არწივანი, გუმბათი, ავრანლო, ხანდო და ქალაქი წალკა. 1997-98 წლებიდან სახელმწიფომ დაიწყო მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტი მოსახლეობის ჩამოსახლება დაცარიელებულ სოფლებში.

დღეისათვის ზემოთჩამოთვლილ სოფლებსა და ქალაქში 3 000 - მდე ჩამოსახლებული ოჯახი ცხოვრობს. განსხვავებული რელიგიური კონფესიის გამო ჩამოსახლებულ მოსახლეობას შეექმნა მიცვალებულთა დაკრძალვის პრობლემა იმის გამო, რომ აღნიშნულ სოფლებში საჭირო იყო ახალი სასაფლაო ტერიტორიის გამოყოფა და სასაფლაოდ მისი ოფიციალურად დარეგისტრირება. ჩამოსახლებული მოსახლეობის არაერთი მიმართვის მიუხედავად გამგეობისთვის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სასაფლაოების პრობლემა მაინც მწვავედ დგას, მეტიც ორ სოფელში საბეჭისში და სამებაში სასაფლაოს ტერიტორია მიცვალებულებიანად გასხვისდა.

დანარჩენ სოფლებში კი ან საერთოდ არაა სასაფლაო, ან მიცვალებულები დაკრძალული არიან სახელმწიფოს ან ვინმე კერძო მესაკუთრის კუთვნილ ტერიტორიაზე. ჩამოსახლებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს საშუალება არჩევს მიცვალებულის გადასვენებას მშობლიურ კუთხეში საგვარეულო სასაფლაოზე, რაც დიდ ხარჯებთან და ფიზიკურ თუ მორალურ ზიანთან არის დაკავშირებული. ზაფხულში როცა გოდერძის უღელტეხილი არის ღია უფრო ადვილია მიცვალებულის გადასვენება, ზამთარში კი დაახლოებით 600 კილომეტრის სიშორეზე უწევთ მიცვალებულის გადასვენება. აქ ჩნდება კიდე ერთი პრობლემა, ზამთარში როცა არის თოვლი და ცუდი ამინდი ხშირად იკეტება გზა და ამ დროს იქმნება გამოუვალი მდგომარეობა.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავით მაჩიტიძის თქმით, ის ყოველწლიურად უგზავნის ეკონომიკის სამინისტროს მიწის ნაკვეთების გადმოცემის თხოვნით წერილებს, მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ ოთხი სოფლისთვის მოხერხდა სასაფლაოს დარეგისტრირება.

 

გურამ კახაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია