შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:24 
ქვემო ქართლის გუბერნია მედიასთან ურთიერთობის უჩვეულო ფორმატს ირჩევს - 12 თებერვალი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა ახალი გუბერნატორის, გიორგი მღებრიშვილის მოსვლის შემდეგ რამდენმა კადრმა დაწერა განცხადება წასვლის შესახებ, ასევე რა შედეგებით დასრულდა გუბერნიაში ჩატარებული ატესტაცია. ჩვენი სურვილი იყო თემაზე ესაუბრა გუბერნიის წარმომადგენელს, რომელიც საუბრის დროს გაჩენილ დამატებით კითხვებსაც უპასუხებდა.

თუმცა რეგიონის გუბერნატორის მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა პირმა, თეა პერტაიამ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ჯერ მომზადდება ოფიციალური განცხადება, აიტვირთება გუბერნიის საიტზე და შემდეგ შეგვიძლია ვისარგებლოთ საიტზე არსებული ინფორმაციით. ჩვენი თხოვნიდან რამდენიმე საათში ჩვენთვის საინტერესო მონაცემების ნაწილი, მართლაც გამოქვეყნდა საიტზე. მასალას ასევე ახლდა შემდეგი სახის კომენტარი, გუბერნატორის პირველი მოადგილისგან:  „მოხარული ვარ, რომ მოსამსახურეთა დიდმა ნაწილმა ატესტაცია წარმატებით გაიარა. ჩვენ ვუფრთხილდებით პროფესიონალ კადრებს! იმედი მაქვს, მათი კვალიფიკაცია და პროფესიული ჩვევები  ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმატებულ მუშაობას უზრუნველყოფს".

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალისთვის" არ არის მისაღები, მედიასთან საჯარო უწყების საიტებით ურთიერთობის ფორმატი. როდესაც არის შესაძლებელი მოგვეწოდოს ინფორმაცია ოპერატიულად გაუგებარია, რატომ უნდა ველოდოთ გუბერნიის მომზადებულ ტექსტს და მის განთავსებას საიტზე. ასევე, ჩვენ ვერ შევთავაზებთ მკითხველს საჯარო უწყების პიარის მიერ ,,გაფილტრულ" ტექსტს, რომელმაც შესაძლებელია მკითხველს უპასუხო კითხვები დაუტოვოს.  

იმედს ვიტოვებთ რეგიონის ახალი გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი არ შექმნის ხელოვნურ ბარიერებს მედიასთან ურთიერთობაში და იმუშავებს საჯაროობის პრინციპის დაცვით.   

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია