ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:14 
მარნეულში მოსახლეობა საყოველთაო დაზღვევის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს - 13 თებერვალი 2014

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რაიონის ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი, ნარიმან მურადოვი; მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოციალური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ნანა ლურსმანაშვილი; შ.პ.ს ,,ჯეო-ჰოსპიტალის' სოციალური-სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელი, მარინა ნინიძე და შ.პ.ს ,,მარნეულის ამბულატორიული პოლიკლინიკური გაერთიანების' თერაპევტი-ენდოკრინოლოგი, მარინა გოგოლაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რიგითი მოქალაქეები, რომელთაც აინტერესებდათ ინფორმაცია სახელმწიფო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემაზე. დისკუსიისა გამოიკვეთა, რომ საყოველთაო დაზღვევის შესახებ მოსახლეობას მწირი ინფორმაცია აქვს და მათი კითხვების უმეტესობა მიმართული იყო აღნიშნული პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

,, 2013-წელს ამოქმედდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 1-5 წლამდე ბავშვები და 18- წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები, უფასოდ სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით. საკეისრო კვეთა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 800-ლარით, ხოლო მშობირობა  500-ლარით. სახელმწიფო დაზღვევის მიხედვით, მოქალაქემ ჯერ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც მისცემს მიმართულებას, თუ რომელ ექიმთან უნდა მივიდეს სიმპტომებიდან გამომდინარე.  როგორც მოგეხსენებათ, გეგმიური გამოკვლევები საყოველთაო დაზღვევის მიხედვით, 70%-ით ფინანსდება',- აცხადებს, შ.პ.ს ,,ჯეო-ჰოსპიტალსის' წარმომადგენელი.

შეხვედრის მონაწილე რიგითმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ სასურველია პროგრამის შესახებ მომზადდეს საინფორმაციო მასალა აზერბაიჯანულ ენაზეც.

 

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია