ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:33 
კაზრეთში ხვალ აქცია გაიმართება - 13 თებერვალი 2014

კაზრეთის ცენტრში ხვალ მადნის მომპოვებელი კომპანია RMG-ის თანამშრომლები აქციას გამართავენ. ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის" ინფორმაციით  აქცია დილის 7 საათზე დაიწყება, მაშინ როდესაც კომპანიის თანამშრომლების სამუშაო დღე უნდა დაიწყოს.

მუშების თქმით, ისინი საწარმოში არ გამოცხადდებიან მანამ, სანამ RMG-ს ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მუშების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაორმაგება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო, თუმცა მას შემდეგ რაც RMG-ს ადმინისტრაციამ სამსახურიდან 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, გაფიცულების მოთხოვნას ახალი პუნქტი დაემატა: მუშები ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ.

გიორგი აზარაშვილი (RMG-ს ყოფილი თანამშრომელი): „ახლა ჩვენს მოთხოვნებს ისიც დაემატა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები უკან დაგვაბრუნონ. გვერდში მთელი კაზრეთის მოსახლეობა დაგვიდგება."

RMG-ს ყოფილი თანამშრომლის - დალი მამულაშვილის თქმით, მუშების ნაწილმა RMG-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობაზე უარი უთხრა, რასაც სამსახურიდან მათი მასობრივი გათავისუფლება მოჰყვა. საქმე ეხება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას საყდრისისათვის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის შენარჩუნების თაობაზე.

დალი მამულაშვილი (RMG-ს ყოფილი თანამშრომელი): RMG-ის მუშების შედარებით მოაზროვნე ნაწილმა, დირექციას უარი ვუთხარით კულტურის სამინისტროს საწინააღმდეგო აქციის გამართვაზე, რის გამოც იანვრის ბოლოს მასობრივად გაგვიწყვიტეს ხელშეკრულება. ახლაც ატერორებენ დარჩენილ თანამშრომლებს, ემუქრებიან, რომ მათაც გაათავისუფლებენ."

თემასთან დაკავშირებით ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ელის RMG-ის ოფიციალურ პასუხს. კომპანიის მედიასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ პასუხებს წერილობითი ფორმით მოგვაწვდის.

ამავე თემაზე: თუ ,, RMG" ხელფასებს არ გაზდის - 14 თებერვალს გაფიცვა დაიწყება

 

ნინო მელიქიშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია