ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:11 
რუსთავის მერია ტრანსპორტის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე უარის თქმას არ აპირებს +(ვიდეო) - 14 თებერვალი 2014

რუსთავის მერია ტრანსპორტის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე უარის თქმას არ აპირებს. მიუხედავად ხაზების მეპარონეების და მძღოლების გაფიცვისა, მერია ამბობს რომ საკითხის გადადება - ისე როგორც ეს ხდებოდა წლების მანძილზე ამჯერად არ მოხდება.

დღეს მერიასა და ტრანსპორტის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, ლავრენტი ალანიას შეხვედრის შემდეგ - კომენტარები მედიასთან გაკეთდა. რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით ამ ეტაპზე მოხდება ,,გონივრული ვადით" ტენდერის თემის გადავადება შიდა ტრასპორტთან მიმართებაში. რაც შეეხება, რუსთავი-თბილისის მარშუტს - ტენდერი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. ჯიქიას განცხადებით, თუ კვლავ ექნება ადგილი ულტიმატუმებს და გაფიცვა დაიწყება - კომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება და თვითმმართველობა ახალ კომპანიასთან დაჩქარებული წესით გააფორმებს ხელშეკრულებას.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა როგორ შეხვდნენ მერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხაზებზე მომუშავე მძღოლები. რუსთავის-თბილისის რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მარშუტის მძღოლები აცხადებენ, რომ მერიამ რთულ ვითარებაში ჩააგდო ის მძღოლები, რომელთან მეტ-ნაკლებად ახალი ტრანსპორტი აქვთ შეძენილი, ბანკიდან გამოტანილი კრედიტით. მძღოლები აცხადებენ, რომ  მათი უმრავლესობა ,,ოცნების" მხარდამჭერი იყო და ,,ივანიშვილის აქციებზე" ხალხის გადაყვანითვის არაერთხელ დაუჯარიმებიათ. ასევე აცხადებენ, რომ აქციებზე რუსთაველების გადაყვანისთვის მათ საწვავ ავზში ადგილობრივი პოლიცია შაქარს და სილას ყრიდა - ახლა კი მათი ბედი არავის ანაღვლებს. მძღოლები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ აცხადებენ, რომ გაფიცვას არ გეგმავენ, რადგან ამით პირველ რიგში ზიანი მათ ოჯახებს და რიგით რუსთაველებს ადგებათ.  

მძღოლების იმ ნაწილზე, რომელთაც აქვთ შეძენილი ახალი ავტომობილები - მათი ინტერსების დასაცავად ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მერიასთან აღნიშნული მძღოლების დასაქმების საკითხზე კონსულტაციები მიდის.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია