ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:14 
კაზრეთში აქცია დღესაც გაიმართა - 15 თებერვალი 2014

კაზრეთის კულტურის ცენტრთან აქციები კვლავ გრძელდება. კომპანია RMG gold-ისა და RMG copper-ის გაფიცული თანამშრომლები დღეს 10 საათზე შეიკრიბნენ. მუშათა მოთხოვნები უცვლელია, ისინი 2 კვირის წინ გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას, ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციაზე საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირიც იმყოფება. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას დასაქმებული თანამშრომლებიც უცხადებენ.  გაფიცულების განცხადებით, ისინი სამუშაო ადგილებს მათი პირობების დაკმაყოფილებამდე არ დაუბრუნდებიან.

შალვა ეპიტაშვილი (RMG-ს თანამშრომელი): ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება, პირველ რიგში გათავისუფლებული ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, შემდეგ კი ხელფასების მომატება ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა."

მადნის მომპოვებელმა კომპანია RMG-მ იანვრის ბოლოს 182 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება კომპანიის ხარჯების შემცირების მიზნით იყო გამოწვეული.

„ იმ შემთხვევაში თუ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და კვლავ საჭირო გახდება პერსონალის აყვანა, კომპანია მზად არის განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რათა სამსახურით დაკმაყოფილდნენ პირველ რიგში ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება"- აცხადებს კომპანიის პიარ-კონსულტანტი ეკატერინე ჯოჯუამ.

 

ნინო მელიქიშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია