ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:45 
,, სამინისტრო გვარწმუნებდა, რომ კონკურსი გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა“ - 17 თებერვალი 2014

განათლების სამინისტრომ დირექტორებს ატესტაციისთვის ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარა. ტესტირებაზე 3 000 მეტი დირექტორობის მსურველი გავიდა, მათგან ბარიერი 1 600 გადალახა. დირექტორები ერთხმად ამბობენ, რომ ტესტირება საკმაოდ რთული იყო და მოუმზადებელი, არაკვალიფიციური კადრი მას ვერ გადალახავდა. მიუხედავად ამისა კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება გავლილი დირექტორებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - გასაუბრების კომისიის მოთხოვნების დაკმაყოფილება დირექტორების ნახევარმაც ვერ შეძლო.

მიღებული შედეგების შემდეგ დირექტორობის მსურველთა ნაწილმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო უარს ვერ ამბობს შაშკინის აპრობირებულ მეთოდებზე - როდესაც კადრი ირჩევა არა კვალიფილაციის, არამედ პოლიტიკური ხედვის, ან ნათესაობის მიხედვით.

აღნიშნიულ თემასთან დაკავშირებით რუსთავში სურათი ასეთია: 20 ტესტირება გავლილი დირექტორიდან გასაუბრება, მხოლოდ 5-მა გაიარა. ხუთეულში მოხვდნენ პოლიტიკურად, როგორც ნეიტრალური, ასევე ,,ოცნებისადმი" დადებითად განწყობილი და ასევე ყველა არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში მყოფი კადრები.

გასაუბრებაზე კომისიის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა რუსთავის მე-15 სკოლის დირექტორმა, ბელა მარტიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ მარტიაშვილმა ტესტირებაში რუსთავში, ქულების მიხედვით მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  97 ქულა აიღო, კომისიამ ჩათვალა, რომ მისი კომპეტენცია დირექტორობას ვერ გასწვდება. კითხვაზე, კონკრეტულად რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ამბობს, რომ არ იცის, რადგან რა კრიტერიუმით არჩევდა კომისია კადრებს უცნობია.

,, სამინისტრო გვარწმუნებდა, რომ კონკურსი გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. გამჭვირვალე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომისიაში ყველა წევრი არ იქნებოდა სამინისტროს წარმომადგენელი. ჩვენ კი გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეც იყო. ასევე გამჭვირვალე იქნებოდა, თუ მოხდებოდა გასაუბრების აუდიო, ან ვიდეო ჩაწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრება შეუძლებელია. როგორ  უნდა დაამტკიცო რა გკითხეს, რაზე რა პასუხი გაეცი, თუ ჩაწრა არ ხდებოდა?", - საუბრობს მარტიაშვილი.

მისი თქმით, ცვალებადი იყო კომისიის წევრთა რაოდენობაც. ,, სამინისტრომ განაცხადა, რომ გასაუბრებას 5 პირი ჩაატარებდა. მიუხედავად ამისა ჩემს წინამორბედს ოთხკაციანი კომისია გაესაუბრა, მე სამკაციანი, რუსთავის 22-ე სკოლის დირექტორს კი როგორც ამბობს, საერთოდ 2 ადამიანი დახვდა გასაუბრებაზე.

ეჭვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ შედეგების გამოცხადება დროში ძალიან გაიწელა. ეს ფაქტი კი სამინისტომ თავის სოციალურ ქსელში იმით ახსნა, რომ ოქმების შედგენა მიმდინარეობს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით კი ოქმები მაშინათვე უნდა მომზადებულიყო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ მსჯელობდნენ სიებში ვინ უნდა ყოფილიყო და შემდეგ წერდნენ ოქმებს", - დასძებს მარტიაშვილი.

მისი თქმით, რუსთავის სკოლებს ქვეყნის მასშაბით ყველა ოლიმპიადაში, მოსწავლეთა აკადემიური დონით პირველი, ან მეორე ადგილი უკავიათ. ასეთი შედეგებზე კი ვერ გავიდოდნენ სკოლები, რომელთა დირექტორებსაც გასაუბრებაზე მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. ფიქრობს, რომ სამინისტროს მიზანი იყო არა პოლიტიკური ნიშნით დირექტორების შერჩევა, არამედ ზოგადად მოქმედი დირექტორების ნაცვლად ახალი კადრების შემოყვანა სისტემაში.

გასაუბრების კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს რუსთავის მე-20 სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელმაც ტესტირებაც და გასაუბრებაც წარმატებით გაიარა. ნელი ღოლიჯაშვილი ამბობს, რომ კომისია პროფესიულ კითხვებს სვამდა, რომლებზეც  პასუხის ცოდნა ყველა დირექტორს უნდა შეძლებოდა. მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, ღოლიჯაშვილიც აცხადებს, რომ გაოცებულია იმით, რომ გასაუბრება მხოლოდ 5-მა დირექტორმა გაიარა წარმატებით.

,, ვერავინ ვერ იტყვის, რომ გასაუბრებაზე კადრები პოლიტიკური ნიშნით აირჩა, რადგან სიებში სხვადასხვა წარსულის ადამიანები მოხვდნენ და ცალსახად ამისი თქმა არაა სწორი. რაც შეეხება განაწყენებულ დირექტორებს, იცით რას გეტყვით, თუ რომელიმე მათგანი ხედავდა, რომ რაღაც უსამართლობას ჰქონდა ადგილი, რატომ ელოდებოდნენ სიების დადებას? რა გამოდის, რომ ყოფილიყვნენ სიებში არაფერს იტყოდნენ? რაც შემეხება მე, რადგან პატიმრების სოლიდარობის აქცია გავმართე და ღირსების ორდენი არ მიმიღია ნაციონალებისგან ოცნებასთან დაახლოებული ვარ?! მე მაშინ აქცია მოვაწყვე, რადგან როგორც მოქალაქე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ასე იყო საჭირო.

არ ვარ ოცნების წევრი, მაგრამ ყველამ იცის, რომ მხარდამჭერი ვიყავი მათი ყოველთვის. თუმცა ამას აღნიშნულ კონკურსთან და გასაუბრებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. გასაუბრება გავლილი დირექტორების სიაში არიან ისეთებიც, რომლებიც ნაციონალების სამსხაურში იყვნენ.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბევრმა ძალიან კარგმა დირექტორმა გასაუბრებაზე კომისიისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, ღელვის და ნერვიულობის გამო ვერ გასცა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კომისია მიკერძოებული იყო", - საუბრობს, ღოლიჯაშვილი.

განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე საჯარო განცხადებებში დირექტორობის იმ მსურველებს, რომლებმაც გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს, მოუწოდებს, ან სასამართლოს მიმართონ, ან სამინისტროს და მიიღონ პასუხები კითხვებზე.

თამარ სანიკიძის თქმით, გასაუბრება ტესტირებისგან განსხვავებით მიზნად ისახავდა სხვა უნარ-ჩვევების გამოვლენას და ტესტირებაში მაღალი ქულის მიღება აპრიორი არ ნიშნავდა, რომ ისინი გასაუბრებასაც გადალახავდნენ. განათლების მინისტრი ამბობს, რომ დირექტორობის ყველა მსურველს სტანდარტული, ერთი და იგივე კითხვები დაუსვეს გასაუბრებისას, კომისია კი პროფესიონალებისგან შედგებოდა.

დირექტორობის მსურველთა შესარჩევი ,,მეორე რაუნდი", როგორც სამინისტრო აცხადებს, მარტში გაიმართება.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია