შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:26 
რუსთავში სოციალური პარტნიორობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა + (ვიდეო) - 20 თებერვალი 2014

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა" 2013 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „სამოქალაქო  საზოგადოების ჩართვა მუნიციპალური რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და კერძო აქტორებს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების გზით". პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამი სოციალური საწარმო, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შინმოვლისა და ბავშვზე ზრუნვის სერვისებს მიაწვდიან. 2014 წელს იგეგმება პროექტში მარნეულის, თეთრიწყაროს, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ჩართვა. 

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

პროექტისათვის „სამოქალაქო  საზოგადოების ჩართვა მუნიციპალური რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და კერძო აქტორებს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების გზით" - 100 000 ევროს გამოყოფა მოხდა ევროკავშირის ადგილობრივი არასამთავრობო აქტორებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია