შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:15 
რუსთავში ,, თავისუფალი ზონა“ გააქტიურდა - 20 თებერვალი 2014

რუსთავში ორგანიზაცია სახელწოდებით ,,თავისუფალი ზონა" გამოჩნდა. მათ მიმართ დადებით დამოკიდებულებას ძირითადად საზოგადოების ის ნაწილი იჩენს, ვისთვისაც ახალი ხელისუფლება მიუღებელია. ,,თავისუფალ ზონაში" აცხადებენ, რომ ისინი არ მალავენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ,,პოლიტიკის მიმდევრები" არიან.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა ვინ ხელმძღვანელობს აღნიშნულ ორგანიზაციას და როგორია მათი სამომავლო გეგმები.

,,თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრი, მარიამ ცქვიტიშვილი გვიხსნის, რომ ორგანიზაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს. ,, აღნიშნული ორგანიზაციის შექმნის იდეა წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა, როდესაც არჩევნების შედეგად ახალი მთავრობა მოვიდა. ადამიანებს მათ მიმართ პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ და ამ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით 14 რაიონული ოფისი გვაქვს. 

რაც შეეხება რუსთავს მუშაობა 3 თვის წინ დავიწყეთ. იდეები, რაც გვიჩნდება ვსაუბრობთ ჯგუფში და შემდეგ ვახდენთ მის განხორციელებას.

დავალებებს არავისგან ვიღებთ, არის მხოლოდ თხოვნები და რჩევები. მაგალითად უკრაინელების მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით გვირჩიეს, რომ იქნებ მიგვეღო მონაწილეობა და იდეა ჩვენთვისაც მისაღები აღმოჩნდა. რაც შეეხემა მამუკა ჩიქოვანს მასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

სამომავლოდ ცხადია, ვაპირებთ აქტიურობას. აღნიშნულ ორგანიზაციაში ვართ ნაციონალური მოძარობის წევრები და პარტიის შიგნით შესაძლებელია ჩვენმა რამდენიმე წევრმა პოლიტსაბჭოშიც იყაროს კენჭი", - საუბრობს, ,,თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრი, მარიამ ცქვიტიშვილი.

ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ,,თავისუფალი ზონის" რუსთავის ორგანიზაციაში 47 წევრია. ,, დიახ, ჩვენ ვსარგებლოთ ნაციონალური მოძრაობის ოფისით. არავისთან დასამალი არაფერი გვაქვს, აქ ძირითადად ნაციონალიური მოძარობის ახალგაზდრული ფრთის წევრები და სხვა ამავე შეხედულების მქონე ადამიანები ვართ გაერთიანებული.
მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ხელფასი 2 000 ლარი გვაქვს და ა.შ. ეს ასე არ არის ნამდვილად, გადაადგილებაც კი საკუთარი თანხებით გვიწევს. ჩვენ საიტზე არის საბანკო ანაგარიში, სადაც მსურველები გვირიცხავენ თანხებს. ამ თანხით შევიძინეთ კამერა და მიკროფონი", - დასძენს, ცქვიტიშვილი.

,,თავისუფალი ზონის" რუსთავის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ცუდად, ან საერთოდ არ ხორციელდება. 

,, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სჭირდებოდა ქალაქს სპორტის სასახლე - არ აშენებენ. ასევე, რეაბილიტირებულის გარდა ყველაფერს გავს რუსთავის პარკი. ეს მაშინ როდესაც ძალიან კარგი პროექტი არსებობდა მისი რეაბილიტაციის. ასევე, შეჩერდა ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია. ჩვენ, როდესაც დავრეკეთ სამუშაობის მწარმოებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ თანხების გარიცხვა მერიამ დაუგვიანათ და ამიტომ ვერ სრულდება რეაბილიტაცია", - საუბრობენ, ,,თავისუფალი ზონის" რუსთავის ორგანიზაცია. 

კითხვებზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საზოგადოების წინაშე დაშვებულ შეცდომებს ეხება - ორგანიზაციაში პასუხობენ, რომ ,,ოცნება" იმ დაპირებით მოვიდა, რომ წინა მთავრობაზე უკეთესი იქნებოდა - რეალობა კი აჩვენებს, რომ დაპირებას არ ასრულებს. 

ლეონიძის სკვერის რეაბილიტაციის საკითხზე რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ თანხის კომპანიისთვის დაგვიანებით ჩარიცხვა არ მომხდარა და ინფორმაცია არასწორია. თუმცა თემაზე საუბრისას, რუსთავის მერის მოადგილე დავით სხირტლაძე, სამუშაობის მწარმოებელ კომპანიასთან შექმნილ პრობლემაზე საუბრობს. 

,, სამუშაოები ლეონიძის სკვერში გრძელდება. ხელშეკრულება შპს ,,მშენ ელექსტრო სერვისთან" 2013 წლის ნოემბერში გაფორმდა. სამუშაოების შესრულების ვადა იყო დეკემბრის შუა რიცხვებამდე, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა აქვს თებერვლის ბოლომდე. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია სამუშაობის შესრულების ვადაში ვერ ჩაეტია, ისინი ყოველდღიურად ჯარიმდებიან. პარალელურად მიდის სკვერის რეაბილიტაცია და აღნიშნული ჯარიმები მათ აღებული ვალდებულებისგან არ ათავისუფლებთ.

თანხის ჩარიცხვა კი კომპანიისთვის ხდება მას შემდეგ რაც წარმოადგენს შესრულებული სამუშაობის ფორმა #2. შემდეგ ხდება შესაბამისი სამსახურის მიერ გადამოწმება, შესრულდა თუ არა აღნიშნული სამუშაობი და ანგარიშსწორება ამის შემდეგ ხდება. ასე, რომ თანხის გადარიცხვებს პრობლემა არ შეუქმნიათ. 

აღნიშნული რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება 419 989 ლარზე გაფორმდა, ამ თანხიდან შპს-სთვის გადარიცხულია 340 000 ლარი. მას შემდეგ რაც დაასრულებენ რეაბილიტაციას დაერიცხებათ დანაჩენიც, თუმცა ამ თანხას დააკლდება ჯარიმები. თითოეული გადაცილებული დღისთვის თანხის 0.5 %-ით ჯარიმდებიან. ამ დროისთვის სარებილიტაციო სამუშაობი ლეონიძის სკვერში მიმდინარეობს", - საუბრობს სხირტლაძე. 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია