შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:36 
შიმშილობის აქციაში გადაზრდილი პროტესტი და თვითმმართველობის შიდა დაპირისპირება + (ვიდეო) - 21 თებერვალი 2014

რუსთაველმა მძღოლებმა და ხაზების ხელმძღვანელებმა შიმშილობა რამდენიმე საათის წინ დაიწყეს.  ამ დროისთვის 10 ადამიანი შიმშილობს.

მოთხოვნა უცვლელია - ითხოვენ მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსის 3 წლით გადავადებას. საუბრობენ, რომ ერთი საათის წინ მათ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი შეხვდათ და განუცხადა, რომ საკრებულოს ,,არა მეოცნებე" წევრები მათ სოლიდარობას უცხადებენ და საკითხი არა საკრებულოს არამედ, მხოლოდ რუსთავის მერის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მგზავრთა გადაყვანის საკონკურსო პირობებს. 10 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე არც ერთ საკრებულოს წევრს არ უთხოვია დაკონკრეტება, თუ როდის ჩატარდებოდა აღნიშნული კონკურსი.

დღეისთვის საკრებულო მაქსიმალურად ემიჯნება კონკურსის თემას. თვითმმართელობის საიტზე, საკრებულოს თავმჯდომარე სხვადასხვა მედიაში გასულ მის კომენტარებზე განმარტებებს აკთებს და აცხადებს, რომ საკრებულომ მხარი დაუჭირა მხოლოდ კონკურსის წესს და არ თავად კონკურსის გამოცხადებას.

,,  ერთადერთი საკითხი, რომელზეც საკრებულომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და დაამტკიცა, იყო კონკურსის ჩატარების წესი, რომელიც შეიმუშავა სპეციალურმა კომისიამ. საკრებულოს მოთხოვნა იყო, კონკურსის ჩატარებამდე მომხდარიყო საკითხის მრავალმხრივი შესწავლა, კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესები", - ვკითხულობთ რუსთავის საკრებულოს განცხადებაში.

ასევე საკრებულოს ინიციატივით რუსთავის მერს მიენიჭა უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს კონკურსის ჩატარების დრო.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონკურსის ჩატარებას პირველი მწვანე შუქი, თავად საკრებულომ აუნთო - საკონკურსო პირობების დამტკიცებით, ახლა აკრიტიკებს იმ პროცესებს, რაც კონკურსის წესის დამტკიცებას მოჰყვა.

10 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე გადაღებულ ვიდეო მასალში ჩანს, რომ საკრებულოს წევრებთან ერთად საკონკურსო პირობების დამტკიცებას მხარი კახა ბარათაშვილმა და კახა გურგენიძემაც დაუჭირა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია