შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:08 
პოლიტიკური ვითარება გარდაბანში + (ვიდეო) - 24 თებერვალი 2014

მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, გარდაბნის ,,ქართული ოცნების" ორგანიზაცია საკუთარ წევრებთან ურთიერთობების დალაგებას ვერ ახერხებს. გარდაბნელების ნაწილი, რომელებიც აქტიურად იყვნენ  ჩართულნი პარტიულ საქმიანობაში აცხადებს, რომ რაიონს კვლავ ნაციონალური მოძრაობა მართავს. მათი თქმით, თუ ოცნება არ იაქტიურებს თვითმმართველობის არჩევნებზე სიებში ,,ნაციონალი დეპუტატები" დახვდებათ.

პარტიის წევრთა ნაწილი და ბიუროს ორი წევრი, დღეს გარდაბნის კულტურის სახლთან პარტიულ აქტივთან შესახვედრად მოვიდა. რამდენიმე წუთში კი გაირკვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი წერილი - კულტურის სახლში დარბაზის დათმობის თხოვნით არ დაკმაყოფილდა. შეკრებილებს პროტესტის მიუხედავად, მოუწითა გადასვლა გარდაბნის მეგობრობის სახლში.

პარტიის აქტივისტებს წინ ყოფილი გამგებლი, გელა ხუციშვილი და წარსულში მისი ორი ოპონენტი ამირან ტოტიკაშვილი და ზაზა გელოვანი მიუძღოდა. აცხადებდნენ, რომ ერთმანეთში კონფლიქტი დაძლიეს და ,,რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე" მზად არიან ერთად იმუშაონ. ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს მამუკა არეშიძის საკითხზე და განაცხადეს, რომ არეშიძეც იზიარებს მათ შეხედულებებს პარტიის მომავალზე გარდაბნის რაიონში.

გარდაბნის ,,ქართული ოცნების" ბიუროს წევრის მარინა პირველის განცხდებით აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა საინიციატივო ჯგუფის შექმნას, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს პარტიის ცენტრალურ ოფისთან და მოამზადებს პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას კონფერენციისთვის. შეხვედრისას პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა წაიკითხეს და განაცხადეს, რომ სწორედ, ღარიბაშვილის მოწოდების შემდეგ გადაწყვიტეს მსგავსი აქტივობის დაგეგმვა.

საინიციატივი ჯგუფის შესაქმნელად გარდაბნის პარტია ,,ქართული ოცნების" ნაწილი სიების შედგენას იწყებს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია