შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:00 
,, პოლიციას უთქვამს დააყენეთ ერთი ადგილი-ო“ - აქცია რუსთავში - 25 თებერვალი 2014

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" რუსთავის მერიის წინ მიმდინარე აქციას სისტემატიურ რეჟიმში აშუქებს. გარდა მოშიშილეთა მოთხოვნებისა და თვითმმართველობის პოზიციისა, ვაკვირდებით აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილობრივი პოლოციის მუშაობას.

შიმშილობის აქცია მე-5 დღეა მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში, კითხვაზე პროტესტის გამოხატვაში უქმნით, თუ არა რაიმე სახის პრობლემას ადგილობრივი პოლიცია - პასუხობდნენ, რომ სამართალდამცავები მხოლოდ აქციის უსაფრთხო მიმდინარეობისთვის მუშაობენ. ერთადერთი რასაც უცნაურად მიიჩნევდნენ აქციის მონაწილეები, ეს ადგილობრივი პოლიციის დიდი წარმომადგენლობა იყო მათ გარშემო.

დღეს მერიის წინ მიმდინარე აქციაზე აცხადებენ, რომ წუხელ მათი ორი აქციის მონაწილე მძღოლი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათი მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ,, რანაირად გითხრათ, ცოტა ზრდილობიანად, პოლიციას უთქვამს დააყენეთ ერთი ადგილი-ო", - საუბრობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კითხვაზე, აქვს თუ არა აღნიშნული ინფორმაცია აქციის მონაწილე ასევე მძღოლი, გოჩა ბურდული პასუხობს.

,, გუშინ აიყვანეს ჩვენი ორი მძღოლი, რომლებიც ასევე ინდივიდიალური მეწარმეები არიან, ისევე როგორც ჩვენ ვართ. რამდენიმე საათი ელაპარაკებოდნენ, კონკრეტულად რას მე არ ვიცი, მანდ არ ვიყავი. რის გამო დაიჭერეს და აქციაზე რატომ დგახარო?! სხვა რისგანო უნდა დაეჭირათ?!  ეს იგივეა ახლა მოვიდნენ მე დამიჭირონ აქ ყოფნისთვის. რამდენიმე საათში გამოუშვეს, მაგრამ ისინი ახლა აქციაზე არ არიან", - საუბრობს ბურდული.

აცხადებენ, რომ არ იციან თავად ეს პირები, რამდენად ისურვებენ ამ თემაზე საჯაროდ საუბარს - ამიტომ მათ გვარებს არ ამბობენ.

აღნიშნული არაოფიციალური ინფორმაციის შესახებ ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" უკვე მიმართა შსს-ს. Kkpress.ge ასევე, ეცდება დაუკავშირდეს მძღოლებს, რომელთა რამდენიმე საათით დაკავებაზეც აქციის მონაწილეები საუბრობენ.

მსგავს თემაზე: შსს და რუსთაველი მძღოლების პროტესტი

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია