შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:29 
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონს არღვევს - 26 თებერვალი 2014

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" 11 თებერვალს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია ჟურნალისტური საქმიანობისთვის გვჭირდებოდა და ვითხოვდით მაქსიმალურად ოპერატიულად მოეწოდებინათ ჩვენთვის - წერილი სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გადაიგზავნა. (რის უფლებასაც არსებული კანონმდებლობა გვაძლევს) საპასუხო წერილი არ დრომდე არ მიგვიღია.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ვითხოვდით ინფორმაციას ,, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის" შესახებ. კონკრეტულად კი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ოთხი ინდივიდუალური მეწარმე, რომელთაც ისარგებლეს აღნიშნული აგროკრედიტით. სამინისტროსგან ვითხოვდით ინფორმაციას რა კრიტერიუმებით შეირჩა დაფინანსებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმეები.

თემისადმი ჩვენი ინტერესი გააჩინა იმ გარემოებამ, რომ სოფლის მეუნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომელიც საქართველოს რუკაზეა დატანილი და აღნუსხავს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ყველა საწარმოსა და ინდივიდუალურ მეწარმეს - მითითებულია მოქალაქე, რომელიც 2013 წლის დეკემბრიდან არ  წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს. აღნიშნული პირი, მხოლოდ 3 თვის მანძილზე სარგებლობად ამ სტატუსით და სავარაუდოდ, სახელმწიფო პროგრამით დროის აღნიშნულ მონაკვეთში ისარგებლა. შესაბამისად გვიჩნდება კითხვა, როგორი იყო კრიტერიუმები, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინათ ინდ. მეწარმეებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის? და ჰქონდა, თუ არა მნიშვნელობა პირის სამეწარმეო სფერში გამოცდილებას?

პ.ს ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ამზადებს ადმინისტრაციულ საჩივარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოუწოდებს უწყებას მეტი ყურადღება გამოიჩინოს საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, რათა მედიას ჰქონდეს საშუალება მკითხველს ინფორმაცია დაზუსტებული და ამომწურავი სახით მიაწოდოს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია