სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  08:17 
,, რომელმა პოლიტიკამ გვიშველათ მითხარით?!“ - აქციის მონაწილეებს ურჩევენ პროტესტს პოლიტიკური სახე არ მისცენ + (ვიდეო) - 26 თებერვალი 2014

მე-6 დღეა რუსთავის მერიის წინ აქცია გრძელდება. მძღოლების ნაწილი და ხაზების ხელმძღვანელები მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსს აპროტესტებენ და მისი მინიმუმ 3 წლით გადავადებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მიმართ ინტერესს იჩენენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, პერიოდულად მოშიმშილე აქციის მონაწილეებთან ჩნდებიან და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. თავისი მხრივ, პრობლემის ურთიერთ გადაბრალების რეჟიმში მუშაობს რუსთავის საკრებულო და მერია.

საკრებულო, რომელმაც თავად დაამტკიცა და სამართლებრივი ძალა მისცა სანებართვო კონკურსის წესს, რომელიც კონკურსის გამოცხადების წინა პირობა გახდა, ახლა მერიას საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს. მერია კი აცხადებს, რომ მას საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება ევალება და აღნიშნულ პროცესში მაქსიმალურად დაიცავს მძღოლების უფლებებს. მერია აქცენტს აქციის პოლიტიკურ იერსახეზეც აკეთებს და მიიჩნევს, რომ რიგი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ ,,ქულების დაწერას" ცდილობენ.

ამავე აზრისაა მიმდინარე აქციაზე, ტრანსპორტის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი  ლავრენტი ალანია. დღეს რუსთავის მერთან შეხვედრიდან გამოსული ალანია აცხადებს, რომ აქციას არ უერთდება. ,, სანამ აქ, აქციაზე იქნებიან პოლიტიკური პარტიები და იქნება ,,თავისუფალი ზონა" პროფკავშირები მას ვერ შეუერთდება. ეს საკითხი გასცდა დასაქმებულთა თემას. არის პოლიტიკური კამპანია და ყველამ მიხედოს თავის მამიდას", - აცხადებს ალანია.

პრობლემის წარმოქმნაში რუსთავის საკრებულოს ბრალეულობაზე საუბრობს, ,,ავტოსადგურებისა და გადამზიდველთა ლიგის" გამგეობის თავმჯდომარე, ავთანდილ ენუქიძე. 

,, მერს აქვს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელსაც ასრულებს. საკრებულოს თავის დროზე უნდა ეფიქრა იმაზე, რომ ეს არ არის სამრთლებრივად სწორი", - საუბრობს ენუქიძე. მისი თქმით, თვითმმართველობას არ აქვს უფლება აღნიშნულ მარშუტზე კონკურსის გამოცხადების, რადგან განებართვიანებისა და ლიცენზირების კანონში რუსთავი-თბილისის მარშუტი არ ეწერება. მისი თქმით, თვითმმართველობას, მხოლოდ მარშუტის დადგენის უფლება აქვს და არა მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვების გაცემის. ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას წერილობით იუსტიციის მინისტრს მიაწვდის და საქმეს სამართლებრივ მსვლელობას  მისცემს.

აცხადებს, რომ მისი აზრით ,,გამოცდილმა" საკრებულომ მერი შეცდომაში შეიყვანა. თვითმმართველობის შენობიდან გამოსული კი აქციის მონაწილეებს ურჩევს მათ პროტესტს პოლიტიკური იერსახე არ მისცენ. ,, რომელმა პოლიტიკამ გვიშველათ მითხარით?!",- მიმართავს აქციის მონაწილეებს.

 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია