სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  09:51 
,, კონკურსის სარგებელი ისაა, რომ ერთ სამარშუტო ტაქსს ვცვლით მეორეთი?!“, - კახა ბარათაშვილი - 27 თებერვალი 2014

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" მგზავრთა გადაყვანის საკითხზე წარმოქმნილი პროტესტის შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, კახა ბარათაშვილს ესაუბრა. ბარათაშვილი აცხადებს, რომ საკრებულომ მხარი დაუჭირა სანებართვო პირობების წესს და არა კონკურსის მყისიერ გამოცხადებას.

 

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ უმთავრესია შიმშილობის აქციამ არ გამოიწვიოს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება.

საკრებულოს წინა სხდომაზე ჩვენ მივმართეთ მერიას თხოვნით, რომ გაეთვალისწინებინა ის რაც ხდება მერიის წინ. ჩვენ ვთვლით, რომ კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული. ამ პროცესამდე უნდა მომხდარიყო მძღოლების მდგომარეობას შესწავლა, მათი მოსაზრებების მოსმენა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ უნდა დამდგარიყო.

საკრებულოს მიერ წესის დამტკიცების შემდეგ, თუ არ გამოცხადდებოდა კონკურსი არ გაჩნდებოდა კითხვები მერიის მიმართ - რატომ არ ცხადდება კონკურსი, როდესაც მისთვის წინაპირობა მომზადებულია?

წესის დამტკიცებისას ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა იმისი განცდა, რომ კონკურსი ასე ნაჩქარევად გამოცხადდებოდა. მათაც გარკვეულ წილად, ვთვლი რომ აუჩქარდათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს თვითონ უკეთესად იციან. მე ვერ ვისაუბრებ იმაზე ვინ იმოქმედა მერიაზე და რა მოხდა. რაშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია იმაზე ვერაფერს ვიტყვი.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აღნიშნული აქცია არ გამოგივიყენებია როგორც პოლიტიკური თემა და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას, რადგან რეალურად საუბარია ადამიანების ჯამრთელობაზე.

სხვადასხვა მედია საშუალებით ისმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ბიზნესში საკრებულოს წევრების ინტერესები არსებობს

საკრებულოს, რომელ გადაწყვეტილებაში იკვეთება ეს ინტერესი? ამ თემის გარშემო ჩვენ რა პროცესს შევუშალეთ ხელი? ეს თემა წლებია არსებობს და ის უკავშირდება ჩვენი რუსთაველი მოქალაქეების ბედს, რომელთაც საბანკო კრედიტებში ბინები აქვთ ჩადებული და ისე შეიძინეს სამარეშუტო ტაქსები. ახლა კი ასეთი რეალობის წინაშე დადგნენ.

თქვენც ამბობთ, რომ წლებია ეს საკითხი დგას დღის წესრიგში. უსასრულოდ, ხომ ვერ გაგრძელდებოდა აღნიშნული მდგობარეობა?

ჩვენ ეს საკითხი უნდა განვსაზღვროთ იმის მიხედვით რა მოაქვს ამ კონკურსის ჩატარებას. მე არ ვიყავი კომისიის მუშაობაში ჩართული, მაგრამ ამ თემაზე უკვე იმდენი შეხვედრა გვქონდა, რომ საკმაოდ გარკვეული ვარ საკითხში და ვიცი რა მდგომარეობაც არის.

კონკურსის სარგებელი ისაა, რომ ერთ სამარშუტო ტაქსს ვცვლით მეორეთი?! ეს არის წინსვლა ტრანსპორტის სფეროში ქალაქისთვის?!

თუ აღნიშული სამარშუტო უფრო კომფორტული და უსაფრთხოა?

ამათაც ჰყავთ შეძენილი კომფორტული და კარგი ტრასპორტი. შესაბამისად ეს მიდგომა არ არის იმის მთქმელი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა საკითხზე მიღებული. რეალურად ერთი, თუ ფერი და მფლობელი შეიცვალა ეგაა - სხვა რაიმე შედეგს მე ვერ ვხედავ.

კონკურსის სარგებელი კი არ უნდა იყოს მხოლოდ სამარშუტო ტაქსის სამარშუტო ტაქსით შეცვლა - ეს არ არის წინსვლა ქალაქისთვის.

კონკურსის გამოცხადების ერთპიროვნული უფლება რატომ მიანიჭა საკრებულომ ქალაქის მერს? ეს იყო მცდელობა, რომ ნეგატივი მხოლოდ მის მიმართ გასჩენოდა საზოგადოების ნაწილს?

ამაზე კითხვითვე გიპასუხებთ. ჩვენ რა უფლებაც არ უნდა მივანიჭოთ ადამიანს, ის საკუთარი გადაწყვეტილებით, რატომ გაუკეთებს თავის თავს ნეგატივს? ჩვენი გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ კომისია, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა და ზოგადად სატრასპორტო საკითხები აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება. ეს თემა კი წარმოადგენს ინფრასტრუქტურის საკითხს, რაც მთავრობასთან კომუნიკაციას საჭიროებს. ამ მხრივ კი მერიას მთავრობასთან ჩვენზე უკეთესი კომუნიკაცია აქვს და შესაბამისად საკითხის გადაწყვეტა მას მივანდეთ.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია