შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  16:55 
აქციის მონაწილეთა სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, თუმცა მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი გრძელდება + (ვიდეო) - 28 თებერვალი 2014

რუსთავის საქალაქო სასამრთლომ წარმოებაში მიიღო აქციის მონაწილე რუსთაველი მძღოლებისა და ხაზების ხელმძღვანელების სარჩელი. მათი უფლებების დამცველი ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის თქმით სასამრთლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომელიც ეხება რუსთავის მერის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომლითაც რუსთავი-თბილისის მარშუტზე მგზართა გადასაყვანად კონკურსი გამოცხადდა.

რიჟამაძის განცახდებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებისას - სასამართლოში გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი შეჩერებულად ითვლება.

,, ამ გადაწყვეილებით შეჩერებულია კონკურსი. ამავე კოდექსის  29-ე მუხლის მეორე ნაწილში არის ქვეპუნქტები, რომელიც განსაზღვრას, თუ რა შემთხვევაში არ ნიშნავს სასამრთლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება ავტომატურად აქტის მოქმედების შეჩერებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამართლებრივი აქტი გამოცემულია საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს, ასევე როდესაც აქტის შეჩერებით იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, ან ხდება კონკურსში გამარჯვებულის მატერიალური ინტერესების შელახვა.

ჩვენ არც ერთი აღნიშნული გარემობა არ გვაქვს, შესაბამისად მერმა უნდა დაწეროს ბრძანება და კონკურსი შეჩერებულად გამოაცხადოს. სამუშაო საათებს, რა მნიშნველობა აქვს. კონკურსი 14 თებერვალს ღამის 23 საათზე მომზადებული აქტით გამოაცხადა და ახლაც შეუძლი ამ დროს დაწეროს", - აცხადებს რიჟამაძე.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები დაიშლებიან იმ შემთხვევაში, თუ მერი აღნიშნულ გადაწყვეილებას მიიღებს და დავა სასამართლოში გაგრძელდება.

თემაზე კომენტარს რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხეილ თათარაძე აკეთებს. ამბობს, რომ დღეს სასამართლომ ორი განჩინება მიიღო. ერთის თანახმად სასამართლომ  მიიღო საქმე წარმოებაში და მეორე განჩინებით განაცხადა, რომ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ე-ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული აქტის მოქმედება არ ითვლება შეჩერებულად. თათარაძის განცხადებით ე-ქვეპუნქი მოიცავს ნებართვებისა და ლიცენზიების საკითხს.

,, მე არ ვიცი რამდენი განჩინება ჩაბარდა რიჟამაძეს. ჩვენ გვაქვს ორი განჩინება, რომლის თანახმადაც საქმე მიღებულია წარმოებაში და ამავე დროს სასამართლოს მეორე განჩინებით რუსთავის მერის მიღებული სამართლებრივი აქტიც მოქმედია", - საუბრობს, თათარაძე.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია