შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:06 
ჯანდარის გზასთან დაკავშირებულ ტენდერზე გარდაბნელი თანამდებობის პირები დაიკითხნენ - 03 მარტი 2014

გუშინ გარდაბნის გამგეობაში საგანგებო თათბირი გაიმართა. გამგებელმა ნუგზარ ჩადუნელმა არასამუშაო დღეს კაბინეტში საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი მარინა (დალი) პირველი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჯანო დადეშქელიანი, შესყიდვების სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ დუჩიძე  და საფინანსო სამსახურის თანამშრომლები დაიბარა.      

თათბირზე დასწრების საშუალება ჩადუნელმა ,,ქვემო ქართლოს საინფორმაციო პორტალს" არ მისცა და შენობის დატოვება ,,გვირჩია", რასაც ცხადია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებდით.

მალევე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი სამართალდამცალი უწყებების დაინტერსება იყო ერთი კონკრეტული ტენდერის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ჯანდარის გზის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით უკვე დაიკითხა რაიონის გამგებელი, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი და იურისტი. 

,, საუბარია კომპანია ,,ბილდერ ჯგუფზე", რომელმაც ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. დაგვკითხეს, რომ არ სრულდებოდა სამუშაოები რეაგირებას, რატომ არ ხდებოდაო - არადა ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოხდენილი გვაქვს და არსებობს ამის დამამტკიცებელი ზედამხედველობის სამსახურის მომზადებული წერილები. თანხის ნაწილი ჩვენ ნამდვილად ჩავურიცხეთ ამ კომპანიას, თუმცა ეს იყო თანხა, რომლის სამუშაოებიც მათ ამ ეტაპზე ჰქონდათ შესრულებული"- საუბრობს გარდაბნის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა პირველი. ამბობს, რომ გამგებელი მის განთავისუფლების საკითხს არ განიხილავდა აღნიშნულ თათბირზე, რადგან საფინანსო სამსახურის ბრალეულობა არაფერში იკვეთება და ამას ძიებაც დაადგენს.

,,ქვემო ქართლოს საინფორმაციო პორტალის" ინფორმაციით აღნიშნული ტენდერის მიმართ სამართალდამცავთა ინტერესი გააჩინა იმ გარემოებამ, რომ კომპანიამ სამუშაობის შესრულებაზე ტენდერში მითითებულ თანხაზე გაცილებით ნაკლები დაასახელა და აღნიშნულით მოიპოვა უპირატესობა.

გარდაბნის თვითმმართველობაში პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მთავარი პროკურატურა პარასკევს მოდულის შენობაში გარდაბნელ თანამდებობის პირებს საგარანტიო წერლის შესახებ ეკითხებოდა. აცხადებენ, რომ რადგან კომპანიამ ტენდერში მითითებულზე ნაკლები თანხა დაასახელა, მას ევალებოდა თვითმმართვებისთვის წარედგინა საგარანტი წერილი, სადაც დაასაბუთებდა, რომ მითითებული თანხით შეეძლო ტენდერში ჩაწერილი სამუშობის შესრულება. აცხადებენ, რომ ასეთი საგარანტიო წერილი თვითმმართველობას ჰქონდა მიღებული და სწორედ, მის საფუძველზე დაიწყო თანამშრომლობა  ,,ბილდერ ჯგუფთან".

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია