შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:19 
გარდაბნის თვითმმართველობა და შპს ,,შა-გი 2010“ - 05 მარტი 2014

23  დღეა ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გარდაბნის თვითმმართველობისგან საჯარო ინფორმაციას ელის. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს გარდაბნის თვითმმართველობის და შპს ,,შა-გი 2010"-ის თანამშრომლობა. აღნიშნული კომპანია არის გარდაბანში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამპროექტებელი შპს.

7 თებერვალს გარდაბნის თვითმმართველობაში შესული წერილით, ვითხოვდით ინფორმაციას ,,შა-გი 2010"-თან დადებული ხელშეკრულებების შესახებ.საპასუხო წერილი ამ დრომდე არ მიგვიღია, რითიც თვითმმართველობამ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყოველგვარ ვადებს გადააცილა.

ჩვენი თემით დაინტერესება არაოფიციალურმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც  შა-გის მიმართ თვითმმართველობის დამოკიდებულება კანონსაწინააღმდეგო გახდა და შპს-ს სხვა დამპროექტებლებთან შედარებით - უპირატესობა უკანონოდ ენიჭება. საუბარი იყო რაიონის ამჟამინდელი გამგებლის, ნუგზარ ჩადუნელის, ასევე სხვა უწყებებში მომუშავე მაღალჩინოსნების  და შა-გი 2010  ,,მეგობრულ  ურთიერთობებზე" და იმაზეც, რომ სწორედ ეს ურთიერთობები გახდა მიზეზი შა-გის დირექტორის გიორგი სებისკვერაძის ვაჟის, ნიკოლოზ სებისკვერაძის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში დასაქმების.

საჯარო რესსტრის ამონაწერის თანახმად ,,შა-გი 2010"-ის დირექტორი ნამდვილად გიორგი სებისკვერაძე აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ის ამავე დროს არის შა-გის 50%-იანი წილის მფლობელიც. მისი ვაჟი კი, უკვე რამდენიმე თვეა გარდაბნის საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელია.

საფინანსო სამსახურში შვილის, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტების თანხით პროექტების დამპროექტებელ შპს-ში მამის  მუშაობაზე - კომენტარს გარდაბნის თვითმმართველობა არ აკეთებს. აცხადებენ, რომ გამგებელი ნუგზარ ჩადუნელი არ იმყოფება გამგეობაში და არ იციან, როდის მოვა.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი"-სთვის მნიშველოვანია გარდაბნის თვითმმართველობასა და შპს ,,შა-გი 2010" შორის დადებული ხელშეკრულებების გაცნობა, რათა  შევძლოთ გარკვევა, გარდა ინტერესთა კონფლიქტისა, რამდენად ხარისხიანად და საბაზრო ფასებში უწევს მომსახურებას აღნიშნული შპს მუნიციპალიტეტს.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია