შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:56 
მრავალშვილიან დედებს მარტის დღესასწაულები მიულოცეს + (ვიდეო) - 05 მარტი 2014

რუსთავის თვითმმართველობამ ქალაქში მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულები მიულოცა.

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის რუსთავის თეატრში კონცერტი გაიმართა, დედებს ასევე  გადაეცათ საჩუქრები.

,, ჩვენ მადლობელი ვართ ყურადღებისთვის, თუმცა მრავალშვილიან ოჯახებს უფრო მეტი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას კონცერტი მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ მაინც მადლობა მოწვევისთვის", - საუბრობს ექვსი შვილის დედა, ხათუნა შავლიშვილი.

საკონცერტო ნომრების უმეტესობა, მართლაც მოსაწყენი გამოდგა დარბაზში მსხდომი ბავშვებისთვის. მშობლების ნაწილმა კი განაცხადა, რომ თვითმმართველობამ მრავალშვილიანები ისე ,,მოისტუმრა" სიჩქარეში საჩუქრისთვის პარკის გამოყოლებაც დაავიწყდა. ,, მე ეს საჩუქარი ვატარო, თუ ოთხ ბავშვს მოვკიდო ხელი. წინათ პარკში მაინც გვიდებდნენ", - უკმაყოფილებას დედები ერთმანეთთან საუბარში გამოხატავდნენ.

ამ დროისთვის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები რუსთავის თვითმმართველობისგან  ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას იღებენ, რაც თითო ბავშვზე 25 ლარს შეადგენს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია