შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:25 
რუსთავის მერი აქციის მონაწილეთა ბრალდებებს პასუხობს - 06 მარტი 2014

დღეს რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსის საკითხს ქალაქში ზვიად ძიძიგური წყვეტს. აცხადებდნენ, რომ რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ მათ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ საკითხს ,,ზევიდან" წყვეტენ, კონკრეტულად კი ზვიად ძიძიგური წყვეტს.

აქციის მონაწილეთა განცხადებას რუსთავის მერი პასუხობს. ამბობს, რომ სამწუხაროდ მასთან მოლაპარაკებებიდან გამოსული აქციის მონაწილეთა წარმომადგენლები, არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.

,, საუბარი იმაზე, რომ საკითხს ქალაქი მერი ვერ წყვეტს და მაჟორიტარი ერევა თვითმმართველობის საქმეებში აფსურდია. სამწუხაროდ, ჩვენთან შეხვედრიდან გამოსული ადამიანები ჩადიან და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ", - საუბრობს ჯიქია.

მისი თქმით, საკონკურსო პირობების დამტკიცების შემდეგ, მერია სამართლებრივად ვალდებული იყო გამოეცხადებინა კონკურსი რუსთავი-თბილისის მარშუტზე, რადგან შიდა საქალაქო მიმართულებისგან განსხვავებით,  ამ შემთხვევაში მგზავრთა ნაკადი დათვლილი იყო და არ არსებობდა მიზეზი კონკურსის გადავადების.

,, კონკურსის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომ შემოსულიყო თვითმმართელობაში შესაბამისი უწყება და ეთქვა, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, როდესაც ყველა წინა მოსამზადებული სამუშაო შესრულებულია?! ამას არა მხოლოდ მე, რაზეც ნაკლებად ვღელავ, არამედ ჩემი ათამდე თანამშრომელი გადაყვებოდა.  

ასევე გასათვალისწინებელია გაფიცვის გარემოებაც, აღნიშნულმა გაფიცვამ, რომლის შესახებაც თვითმმართველობა წინასწარ ინფორმირებული არ იყო, სამართებრივად აჩვენა, რომ არსებული გადამზიდავები არ არიან საიმედოები", - დასძენს რუსთავის მერი, დავით ჯიქია.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია